წინდებსა და ფეხსაცმელში დამალული ოქრო - „სადახლოზე“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ოქროს კონტრაბანდა აღკვეთეს
შემოსავლების სამსახურის ცნობით, „სადახლო-საავტომობილოზე“ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფეხსაცმელსა და წინდებში დამალული 576 585 ლარის ღირებულების ოქროს სხმულები აღმოუჩინეს. 1 707 გრამი არადეკლარირებული ოქროს შემოტანის საქმე გამოსაძიებლად საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს საქართველოს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შეეცადა, ფეხსაცმელებსა და წინდებში დამალული 1 707 გრამი ოქროს სხვადასხვა ზომის სხმულები საქართველოს ტერიტორიაზე შემოეტანა.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 576 585 ლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის და გამოძიების ჩასატარებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…