ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ ბაგრატიონმა ბათუმის №26 საჯარო სკოლასთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულა

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ბათუმის №26 საჯარო სკოლასთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულა და მოსწავლეებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

თამარ ბაგრატიონმა ბათუმის №26 საჯარო სკოლასთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულა
თამარ ბაგრატიონმა ბათუმის №26 საჯარო სკოლასთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულარუსთავი 2

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ბათუმის №26 საჯარო სკოლასთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებსა და ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და ცენტრში განხორციელებულ საქმიანობას გაეცნო.

ინკლუზიური განათლების ცენტრი 2016 წლიდან ფუნქციონირებს. მისი საქმიანობა სასწავლო პროცესთან არის ინტეგრირებული და მოსწავლეებს საგანმანათლებლო და შემოქმედებით აქტივობებში ჩართულობის შესაძლებლობას აძლევს.

"პირველი ლედის ბათუმში ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდაჭერასა და ისეთი გარემოს მნიშვნელობას, რომელიც თითოეულ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის საშუალებას აძლევს", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პირველი ლედის ბათუმში ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდაჭერასა და ისეთი გარემოს მნიშვნელობას, რომელიც თითოეულ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის საშუალებას აძლევს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს პრეზიდენტმა, პირველ ლედისთან ერთად, ბათუმში წმინდა მატათა მოციქულის სახელობის საეკლესიო კომპლექსი მოინახულაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები