პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა. მხარეებმა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა
იმედინიუსი

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე თამარ ბაგრატიონმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის წმინდა საყდართან ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა არქიეპისკოპოსს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის შეტანილი წვლილისთვის.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობაზეც. აღინიშნა ვატიკანში ქართული კულტურისა და მუსიკალური ტრადიციების წარმოჩენის მნიშვნელობა, ასევე, ვატიკანის არქივებსა და ბიბლიოთეკებში დაცული საქართველოს ისტორიის ამსახველი უნიკალური მასალების შესწავლის შესაძლებლობები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ვატიკანისა და რომის უნივერსიტეტებში ქართველი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობასა და მათთვის გამოყოფილ სტიპენდიებზე.

საუბრის დასასრულს თამარ ბაგრატიონმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი თარიღი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ ტრადიციებსა და ქვეყნის ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობოიტალიაში ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები