პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს შეხვდა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი იტალიაში ვიზიტის ფარგლებში წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა, სადაც ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობა განიხილეს.

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს შეხვდა
პირველი არხი

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე თამარ ბაგრატიონმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის წმინდა საყდართან ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა არქიეპისკოპოსს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის შეტანილი წვლილისთვის.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობაზეც. აღინიშნა ვატიკანში ქართული კულტურისა და მუსიკალური ტრადიციების წარმოჩენის მნიშვნელობა, ასევე, ვატიკანის არქივებსა და ბიბლიოთეკებში დაცული საქართველოს ისტორიის ამსახველი უნიკალური მასალების შესწავლის შესაძლებლობები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ვატიკანისა და რომის უნივერსიტეტებში ქართველი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობასა და მათთვის გამოყოფილ სტიპენდიებზე.

საუბრის დასასრულს თამარ ბაგრატიონმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი თარიღი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ ტრადიციებსა და ქვეყნის ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები