ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

,, დიახ ,ირმა ინაშვილს ეხება ეს პოსტი… გული მეტკინა” – ნინო ჯღარკავა ირმა ინაშვილზე

ქართული ოცნება

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის ფეისბუქპოსტს. ჯღარკავა აღნიშნავს, რომ ინაშვილის პოსტი მას ეხება და გული მეტკინა, თუმცა იხსენებს მათ წარსულ ერთობლივ ბრძოლას, მეგობრობასა და განვლილ გზას.

,, დიახ ,ირმა ინაშვილს ეხება ეს პოსტი… გული მეტკინა” – ნინო ჯღარკავა ირმა ინაშვილზე
,, დიახ ,ირმა ინაშვილს ეხება ეს პოსტი… გული მეტკინა” – ნინო ჯღარკავა ირმა ინაშვილზეალია

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის ფეისბუქპოსტს სოციალურ ქსელში პასუხობს:

,,ეს ორი დღეა გვერდს ვუვლი იმ ადამიანის ხსენებას ვისზეც გული შემტკივა ,მიყვარს და არ ვეთანხმები ,მაგრამ უკვე ისეთი კამპანია მიიღო ამ ორმხრივმა სიძულვილმა უნდა გამოვთქვა ჩემი აზრი. დიახ ,ირმა ინაშვილს ეხება ეს პოსტი . იმ ჩამონათვალში , გამპრავებლებში ,რათქმაუნდა მეც მგულისხმობს ირმა და გული მეტკინა ,მეტკინა რადგან ყველაზე კარგად ირმა მიცნობს ,მიცნობს რომ მე არ ვარ არავის ,,ზაკაზების ,,შემსრულებელი ,თუ არ მწამს ,თუ არ მჯერა იმის რასაც ვაკეთებ ,იცის რომ ძალით ვერაფრის საფასურად ამას ვერ და არ გავაკეთებ. იყო დრო მე და ირმა პოლიტიკურადაც ერთ მხარეს ვიდექით და ერთად ვიბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ,თავი არ დამიზოგავს ,სიცოცხლე სასწორზე მედო მასთან ერთად, ,გვშიოდა ,გვწყუროდა ,უხელფასობაც გვქონდა და მაინც ვამხნევებდით ერთმანეთს ,ბოლო ლუკმა გაგვიყვია ,ფეხითაც წავსულვართ სახლში , არ არსებობდა საფრთხე. რომლისაც გვეშინოდა ,ერთად მოვედით 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებამდე ,მერე გაიყო ჩვენი გზები ,ირმამ პოლიტიკა და ოპოზიციაში ყოფნა არჩია ,მე ქართულ ოცნებას არ ვუღალატე და ასე მოვდივარ დღემდე, იყო ჩემი მხრიდან გულის ტკენაც ,როცა ჩემი დაუძინებელი მტერი ელისო კილაძე ,,ობიექტივის ,,ეთერში,,წამოაჯინეს ,მეტკინა ,ვუსაყვედურე ,პოლიტიკას ჭირდება ასეოო ,გავიბუტე ,აღარ ვკონტაქტობდით , მერე, მერე ირმას ძმა კოტე გარდაიცვალა ,კოტე, რომლის მეჯვარეც ვიყავი ,იმ ღამესვე მივედი და ჩავეხუტე ,იქ მივხვდი რომ პოლიტიკაზე ძლიერი ჩვენი მეგობრობა ყოფილა , მას მერე ვცდილობთ არ ვისაუბროთ პოლიტიკაზე ,ისე გავიაროთ ეს ბეწვის ხიდი ,მე მახსოვს ის სიყვარული რაც გვქონდა ,მიჭირს ხაზი გადავუსვა ყველაფერს ,რადგან მე არც პოლიტიკური დივიდენტები მჭირდება და არც ქულების ჩაწერა ,ირმას კი მესმის რომ პოლიტიკურად გაცოცხლება ჭირდება , მთავარია წითელი ხაზები არ გადაკვეთოს ,ისევ სასწორზე არ დააყენოს ჩვენი ძველი მეგობრობა , მე ზურგში დანას არასდროს ჩავარტყამ და იგივეს ველი მისგან ,მეორედაც ნუ გამწირავს რადგან იცის როცა ყველა მიატოვებს ,მე ისევ მასთან ვიქნები . არ ღირს პოლიტიკა ამად ,არაა ! ესაა ჩემი პირველი და ბოლო პოსტი ამ თემაზე ,დანარჩენი კი უფალმა იცოდეს! მე მჯერა იმ ხელისუფლების ვისაც მხარს ვუჭერ ,მჯერა რომ არ ჩაიდენენ ისეთ ქმედებას მე მომიწიოს ოპოზიციაში ყოფნა. ჩემს საკეთებელს და შენს საკეთებელს ჩვენი ძმობის სოყვარული აჯობებდესოოო იქნება!“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.