ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

“მე მიყვარდა ალალად და ეს სიყვარული ცალმხრივი ყოფილა მთელი ეს წლები. ხოდა, რა დავაშავე” – ნინო ჯღარკავა

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო არსებულ საზოგადოებრივ რეაქციებს ეხმაურება. ის აღნიშნავს, რომ უსამართლოდ აბრალებენ მის ლანძღვას და მოუწოდებს კრიტიკოსებს, თავი დაანებონ.

“მე მიყვარდა ალალად და ეს სიყვარული ცალმხრივი ყოფილა მთელი ეს წლები. ხოდა, რა დავაშავე” – ნინო ჯღარკავა
“მე მიყვარდა ალალად და ეს სიყვარული ცალმხრივი ყოფილა მთელი ეს წლები. ხოდა, რა დავაშავე” – ნინო ჯღარკავაალია

ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა:

ეს პირველი და ბოლო პოსტია ამ თემაზე, ჩემი ფრენდები და სრულიად საქართველო ხედავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილზე ვდუმვარ, არც მის წერილებს ვიმჩნევ და განვიხილავ.

ერთადერთხელ დავწერე როცა დააკავეს მეტკინათქო და მერე როცა უმადურო და ღორო მეძახესა, ავხსენი რომ არც უმადური ვარ ,არც მოღალატე.

მე მიყვარდა ალალად და ეს სიყვარული ცალმხრივი ყოფილა მთელი ეს წლები ,ხოდა რა დავაშავე, მაბრალებენ რომ თურმე, ვლანძღავ ,დამიდეთ ერთი სქრინი ,უტიფრები ხართ, ვინც ამას მიგონებთ. ბოდიში რომ არ ვიცავ, ესაა, თურმე, ჩემი დანაშაული.

გამეშვით რაა და მიხედეთ თქვენს საქმეს! ,აქეთ მათრევთ, მლანძღავთ მის გამო. დღე არ ჩაგიგდიათ და გითმენთ ,გითმენთ ,რა გინდათ, მოვიპარე რამე? მინისტრი ვიყავი? ბიზნესი მქონდა? ალალად მიყვარდა და ვიცავდი იმ ადამიანებს და ახლა რას ითხოვთ ჩემგან, მითხარით ბოლო ბოლო.

გამეშვით. პატიმარი კაცია და თავის გაჭირვება ეყოფა. დათვურ სამსახურს უწევთ ,ვინც ჩემს გაღიზიანებას ცდილობთ. არავისთან არც ვალდებულება მაქვს და არც დანაშაული ჩამიდენია!კიდევ ერთხელ ვნახავ ამ თემაზე ჩემზე ცილისწამებას და მერე არავის გაპატიებ, როგორ ეს მე ვიცი . მორჩა კინო. დაოკდით!

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.