ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, დავდე ეს ფოტო და დავაწერე ,დაიმახსოვრეთ ეს ბიჭი ,საქართველოს მომავალიაითქო” – ნინო ჯღარკავა ირაკლი ღარიბაშვილზე

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ირაკლი ღარიბაშვილთან გადაღებულ ძველ ფოტოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მისი ციხეში წარმოდგენა უჭირს, იმედოვნებს, რომ წაყენებული ბრალი არ დაუმტკიცდება, სახლში ნაპოვნი მილიონები მისი არ აღმოჩნდება და მას შეიწყალებენ.

,, დავდე ეს ფოტო და დავაწერე ,დაიმახსოვრეთ ეს ბიჭი ,საქართველოს მომავალიაითქო” – ნინო ჯღარკავა ირაკლი ღარიბაშვილზე
,, დავდე ეს ფოტო და დავაწერე ,დაიმახსოვრეთ ეს ბიჭი ,საქართველოს მომავალიაითქო” – ნინო ჯღარკავა ირაკლი ღარიბაშვილზეალია

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა 2012 წლის მაისში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,ვიღაცეები ქილიკობენ ,ფოტოებს იღებენ, დითირამბებს უმღერიან ,მერე როცა ხსნიან ფოტოებსაც შლიანოო ,არასდროს არცერთი ფოტო არ წამიშლია ,ეს ფოტო კი განსაკუთრებულად მიყვარს ,2012 წლის 30 მაისის ფოტოა ,დიდი შემაჯამებელი აქცია თბილისში ,მაშინ ირაკლი ღარიბაშვილს არავინ იცნობდა ,დავდე ეს ფოტო და დავაწერე ,დაიმახსოვრეთ ეს ბიჭი ,საქართველოს მომავალიაითქო ,რა ვიცოდი რა მოხდებოდა ,სააკაშვილის რეჟიმი იყო ჯერ კიდევ ,გულწრფელად მიყვარდა ,გულწრფელად ვგულშემატკივრობდი ,განვიცდიდი მის მარცხს და მიხაროდა მისი გამარჯვება .ბევრი დაუმსახურებელი ქვა მესროლეს მის გამო ,ბევრი შეიძლება დამსახურებულიც ,სუბიექტური ვიყავი ,თვალებს დავთხრიდი მის გამო შინაურებსაც კი . ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო ჩემთვის ირაკლი ციხეში ,დღემდე მიჭირს ამის გააზრება ,ახლა როცა ემოციები დამცხრალია , უფრო იოლად შემიძლია ვწერო ,მატკინეს ,ძალიან მატკინეს ,თუმცა ამანაც გაიარა ,ყველას ყველაფერი ვაპატიე ,ის სიტყვებიც- უმადური ღორო რომ მეძახეს , პატიმრის ოჯახია და შევუნდე , ახლა მისი სასამართლო პროცესები იწყება ,ძალიან მინდა რომ გაიმარჯვოს ,არ დაუმტკიცდეს ის მუხლი რომელიც წაყენებული აქვს ,ძალიან მინდა არც ის მილიონები აღმოჩნდეს მისი, სახლში რომ უპოვეს , ისიც მინდა მჯეროდეს რომ ის ადამიანები ვინც დღე და ღამ მებრძვიან ,მათი წაქეზებით არ აკეთებენ ამას, ,მინდა რომ შეიწყალონ და თავის შვილებს დაუბრუნდეს ,მე ეს ირაკლი მიყვარს 2012 წლის 30 მაისი!,მაშინაც გულწრფელი ვიყავი და დღესაც გულწრფელი ვარ!მედროვე არასდროს ვყოფილვარ და ეს ყველაზე კარგად მათ იციან!“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, რუსები ივანიშვილს ემუქრებიან დივერსიებით, ამიტომ უნიათო დიქტატორი ვირთხასავით კუთხეშია მიმწყვდეული” – სააკაშვილიწაიკითხე

უახლესი ამბები