მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი მოკლეს – ეჭვმიტანილი დაკავებულია
რუსულ მედიაზე დაყრდნობით, ვორონეჟის ოლქში სამართალდამცავებმა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის, ელენა წერეთლისა და მისი ქალიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 47 წლის თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს. მოსკოვში მდებარე ბინაში ქალის დანაწევრებული სხეული იპოვეს, ხოლო მისი შვილის ცხედარი ეჭვმიტანილის ავტოფარეხში აღმოაჩინეს.

რუსული მედია წერს, რომ ვორონეჟის ოლქში სამართალდამცავებმა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის, ელენა წერეთლისა და მისი ქალიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 47 წლის თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს.
3 ოქტომბერს, დღისით, მოსკოვში, ჟულებინოს ბულვარზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინაში ქალის დანაწევრებული სხეული იპოვეს. მსხვერპლი რესტორატორ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი, 53 წლის ელენა წერეთელი აღმოჩნდა. მედია წერს, რომ მათ საერთო ბიზნესპროექტები შენარჩუნებული ჰქონდათ.
სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მკვლელობაში ეჭვმიტანილს ავტოფარეხში, სადაც ელენა წერეთლის 19 წლის შვილის ცხედარი ნახეს. გამოძიებამ ასევე ნახა იარაღების სამალავი.
„კომერსანტი“ წერს, რომ დაკავებისას გოგიაშვილთან ერთად იმყოფებოდა 40 წლის ქალი, ამჟამად მოწმდება მისი შესაძლო მონაწილეობა მკვლელობაში.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაკავებულის აღკვეთ ღონისძიებაზე რუსეთის სასამართლო, სავარაუდოდ, ორშაბათს იმსჯელებს.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEრუსეთში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს
- ალიამოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს
- ტაბულამედია: მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს
- NEWS.GEვინ არის ელენა წერეთლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…