ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში, ბინაში 53 წლის ელენა წერეთლისა და ახალ მოსკოვში მდებარე ავტოფარეხში 19 წლის გოგონას ცხედრები იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 47 წლის ბიზნესმენი თეიმურაზ გოგიაშვილი ვორონეჟის ოლქში დააკავეს, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული აღიარა.

მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვესალია

მოს­კოვ­ში, ჟუ­ლე­ბი­ნის ბულ­ვარ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნა­ში, 53 წლის ელე­ნა წე­რეთ­ლის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი იპო­ვეს. ქალი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რებს არ და­კავ­ში­რე­ბია, რის გა­მოც მის­მა დამ ინერ­ვი­უ­ლა და დახ­მა­რე­ბის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თა.

მაშ­ვე­ლებ­მა ბი­ნის კარი გა­ა­ღეს და აი­ვან­ზე პარ­კებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ქა­ლის ცხედ­რის ნა­წი­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მკვლე­ლო­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა და შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვის ძებ­ნა და­ი­წყეს.

ექსპერტებმა ადგილზე სისხლის, იარაღისა და საბრძოლო მასალის კვალი იპოვეს.

გამოძიებამ სამართალდამცველები ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხამდე მიიყვანა, რომელსაც ელენა წერეთლის პარტნიორი იყენებდა. იქ 19 წლის გოგონას ცხედარი და იარაღის სამალავი აღმოაჩინეს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი 47 წლის ქართველი ბიზნესმენი თეიმურაზ გოგიაშვილია. ის ვორონეჟის ოლქში დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა ორივე მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ თავდაპირველად გოგონა მოკლა, შემდეგ კი მისი დედა.

ადვოკატ ალექსეი პეტროპოლსკისგანცხადებით, ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.

გამოძიება ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივსა და საქმის სხვა დეტალებს ადგენს.

ფოტოკოლაჟი – ამბები.ჯი

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.