ტიბეტში მიწისძვრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 54 დაშავდა
ტიბეტში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, 54 კი დაშავდა. ჩამოინგრა 300-ზე მეტი სახლი, რის გამოც ხელისუფლებამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ტიბეტის რეგიონში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც, სულ მცირე, 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას BBC-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები გაგზავნა; დაშავებულია 54 ადამიანი.
მიწისძვრის ეპიცენტრი ნაგჩუს რეგიონის ბაკენის ოლქში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, 300-ზე მეტი სახლი ჩამოინგრა, რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება დიდწილად შეწყდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…