"დიდი კედელი-2026" ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალური მდივანი: ფორუმი ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის განვითარების კონტექსტში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე
საერთაშორისო ფორუმზე „დიდი კედელი-2026“, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც ესწრებოდა, მთავარ მიმართულებად ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში ტერორიზმთან ბრძოლა დასახელდა.

ფორუმი ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის განვითარების კონტექსტში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე,- ამის შესახებ "დიდი კედელი-2026" ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, პენ ძიძუნმა განაცხადა.
როგორც ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მათი მიზანია ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერება და გლობალური ანტიტერორისტული თანამშრომლობის განვითარება. მისი თქმით, სწორედ ეს არის აღნიშნული ფორუმის ძირითადი მიმართულებები.
"ჩვენ შევქმენით მაღალი დონის, პროფესიული და თემატური ფორუმები, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ როგორც დისკუსიები სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე, ჩვენი დროის ცვლილებებზე, მოწინააღმდეგეებზე და ტექნოლოგიებზე ფოკუსირებით. ჩვენი მიზანია, თვალყური ვადევნოთ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გავლენას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და მის პრევენციაზე. ასევე ყურადღება გავამახვილოთ ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებასა და გლობალური ანტიტერორისტული თანამშრომლობის განვითარებაზე. სწორედ ეს საკითხები წარმოადგენს აღნიშნული ფორუმის ძირითად მიმართულებებსა და მთავარ ინოვაციებს", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების (PAP) მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში "დიდი კედელი-2026". მან ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რა დროსაც ყურადღება გაამახვილა თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში ტერორიზმის გამოვლინების ფორმებზე; ტექნოლოგიური პროგრესის ახალ შესაძლებლობებსა და მათთან დაკავშირებული რისკების ტენდენციებზე.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ შევქმენით მაღალი დონის, პროფესიული და თემატური ფორუმები, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ როგორც დისკუსიები სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე, ჩვენი დროის ცვლილებებზე, მოწინააღმდეგეებზე და ტექნოლოგიებზე ფოკუსირებით. ჩვენი მიზანია, თვალყური ვადევნოთ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გავლენას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და მის პრევენციაზე. ასევე ყურადღება გავამახვილოთ ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებასა და გლობალური ანტიტერორისტული თანამშრომლობის განვითარებაზე. სწორედ ეს საკითხები წარმოადგენს აღნიშნული ფორუმის ძირითად მიმართულებებსა და მთავარ ინოვაციებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…