ეს არის ჩვეულებრივი დაგეგმილი ფაქტი – კალაძე დავითაძის საქმეზე
თბილისის მერმა კახა კალაძემ პატიმარ გიორგი დავითაძის მიერ სექსუალური ძალადობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას „დაგეგმილი ფაქტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. თავად პატიმარი აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს, რასაც სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს და შესაბამის კადრებს აქვეყნებს. მსჯავრდებულის ოჯახმა დაწესებულებასთან აქცია გამართა და ვიდეოკადრების სრულად გასაჯაროებასთან ერთად ციხის უფროსის გადადგომას ითხოვს.

„ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერი, კახა კალაძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე ამტკიცებს, რომ არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. გიორგი დავითაძემ სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
„ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ფაქტი, როგორც ხდება ხოლმე. ერთი რამ არის საინტერესო – ეს ვითომ გაუპატიურების მცდელობის ფაქტი მოხდა 2025 წელს, როგორც არის საუბარი. ამდენი ხნის განმავლობაში რა ხდებოდა? აქ მეორე მთავარი უბედურებაა ის, რომ კონკრეტული ადამიანი, პატიმარი, ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს ამ ტიპის განცხადებებით. რაც ყველამ დაინახა, ის ვნახე მეც – არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ეს არის სიმართლე. ის, რაც არ არსებობს ბუნებაში, რაც არ უნდა იწვალოთ, ვერ იქნება“, – თქვა კალაძემ.
პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იყო.
მისი თქმით, ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, მასზე წარმოუდგენელი ზეწოლა დაიწყო. პატიმარი ამბობს, რომ სუიციდის მცდელობა ჰქონდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ დღეს კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ პატიმარი 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაიყვანეს. უწყების განცხადებით, საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.
„კადრებშიც ჩანს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“, – ამბობს პენიტენციური.
დავითაძის დედა აცხადებს, რომ ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა 3 ოქტომბერს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები. ოჯახი ასევე ითხოვს ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომასა და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას. საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ფაქტი, როგორც ხდება ხოლმე. ერთი რამ არის საინტერესო – ეს ვითომ გაუპატიურების მცდელობის ფაქტი მოხდა 2025 წელს, როგორც არის საუბარი. ამდენი ხნის განმავლობაში რა ხდებოდა? აქ მეორე მთავარი უბედურებაა ის, რომ კონკრეტული ადამიანი, პატიმარი, ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს ამ ტიპის განცხადებებით. რაც ყველამ დაინახა, ის ვნახე მეც – არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ეს არის სიმართლე. ის, რაც არ არსებობს ბუნებაში, რაც არ უნდა იწვალოთ, ვერ იქნება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.