არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია - კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე
კახა კალაძემ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, გიორგი დავითაძის მიერ ბადრაგების მხრიდან შესაძლო ძალადობისა და გაუპატიურების მცდელობის შესახებ გაკეთებული განცხადებები უარყო და მათ "დაგეგმილი და არასერიოზული" უწოდა. პენიტენციურმა სამსახურმაც ბრალდებები სიცრუედ შეაფასა და პატიმრის კადრები გაავრცელა.

კახა კალაძემ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების განცხადებებს "არასერიოზული და დაგეგმილი" უწოდა.
კალაძე ამბობს, რომ ნახა კადრები და "არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია".
"ეს დაგეგმილი ფაქტია, როგორც ხდება ხოლმე... არასერიოზულია ეს ყველაფერი... ერთი რამ არის საინტერესო, ეს ვითომ გაუპატიურების მცდელობის ფაქტი მოხდა 2025 წელს, ამდენი ხნის განმავლობაში რა ხდებოდა? აქ მეორე მთავარი უბედურება ის არის, როდესაც კონკრეტული ადამიანი, პატიმარი ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს ამ ტიპის განცხადებებით. დიახ, ვნახე კადრრები, როგორც ყველამ, ისე ვნახე მეც. რაც ყველამ დაინახა, ის ვნახე მეც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ეს არის რეალობა და სიმართლე. ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, რაც არ უნდა ეცადოთ, ვერ იქნება", - თქვა კალაძემ.
მისი განცხადებით, ქვეყანაში "განუკითხაობა, უსამართლობა ადამიანის მიმართ" 2012 წლის შემდეგ დასრულდა და არც ციხეებში და არც მის გარეთ "არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით ვერცერთ ფაქტს ვერ დაასახელებენ".
"ის დრო, როდესაც ქვეყანაში იყო სრული განუკითხაობა, უსამართლობა და არასამართლიანი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ, ქართველ ხალხთან ერთად 2012 წელს დავასრულეთ. 2012 წლის შემდეგ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ფაქტს არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. ვერცერთ ფაქტს ვერ წარმოადგენთ, რადგან ასეთი რამ არ არსებობს. იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი ღირსებაა. მნიშვნელობა არ აქვს, ის პატიმარია თუ სხვა საქმიანობითაა დაკავებული ექიმია, ბიზნესმენი თუ მასწავლებელი. მნიშვნელოვანია ღირსება - ადამიანის ღირსებას არავინ უნდა შეეხოს, მით უმეტეს, ციხეებში", - თქვა ჟურნალისტებთან დღეს კახა კალაძემ.
რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს.
პატიმრის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყება წერს, რომ გიორგი დავითაძის განცხადება სიცრუეა.
პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს
პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ - იოსელიანი
შეგახსენებთ, დავითაძეების ოჯახი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში აქამდეც ადანაშაულებდა.
პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი ბადრაგებს მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს
ციტატები სტატიიდან
„ეს დაგეგმილი ფაქტია, როგორც ხდება ხოლმე... არასერიოზულია ეს ყველაფერი... ერთი რამ არის საინტერესო, ეს ვითომ გაუპატიურების მცდელობის ფაქტი მოხდა 2025 წელს, ამდენი ხნის განმავლობაში რა ხდებოდა? აქ მეორე მთავარი უბედურება ის არის, როდესაც კონკრეტული ადამიანი, პატიმარი ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს ამ ტიპის განცხადებებით. დიახ, ვნახე კადრრები, როგორც ყველამ, ისე ვნახე მეც. რაც ყველამ დაინახა, ის ვნახე მეც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ეს არის რეალობა და სიმართლე. ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, რაც არ უნდა ეცადოთ, ვერ იქნება“
„ის დრო, როდესაც ქვეყანაში იყო სრული განუკითხაობა, უსამართლობა და არასამართლიანი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ, ქართველ ხალხთან ერთად 2012 წელს დავასრულეთ. 2012 წლის შემდეგ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ფაქტს არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. ვერცერთ ფაქტს ვერ წარმოადგენთ, რადგან ასეთი რამ არ არსებობს. იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი ღირსებაა. მნიშვნელობა არ აქვს, ის პატიმარია თუ სხვა საქმიანობითაა დაკავებული ექიმია, ბიზნესმენი თუ მასწავლებელი. მნიშვნელოვანია ღირსება - ადამიანის ღირსებას არავინ უნდა შეეხოს, მით უმეტეს, ციხეებში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.