პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხაშურში მტკვარზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზის მშენებლობისთვის ₾9.5 მლნ დაიხარჯება - ტენდერი

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სათივესთან, მდინარე მტკვარზე ახალი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზის მშენებლობისთვის 9.5 მილიონ ლარამდე ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ხაშურში მტკვარზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზის მშენებლობისთვის ₾9.5 მლნ დაიხარჯება - ტენდერი
BM.GE

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე არსებული საფეხმავლო ხიდის ნაცვლად ახალი საავტომობილო ხიდისა და მასთან მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობის შესყიდვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 9.5 მილიონ ლარამდეა და სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

უწყების თანახმად, არსებული საფეხმავლო ხიდი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სათივესთან მდებარეობს და მისი პარამეტრები არ იძლევა სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას. ამიტომ, სოფელ სათივესთან ავტომობილით მისვლისათვის საჭიროა დამატებით 9 კილომეტრის გავლა. კერძოდ, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზიდან სოფელ ახალდაბაში ჩასვლა და შემდგომ ადგილობრივ საავტომობილო გზაზე უკუ მიმართულებით გადაადგილება.

ამასთან, სოფელ ახალდაბიდან სოფელ სათივესთან დამაკავშირებელი გზის დიდი ნაწილი ცუდ მდგომარეობაშია. გადის რთულ რელიეფურ პირობებში და უამინდობის დროს გზის რამდენიმე მონაკვეთზე ავტომობილით გავლა თითქმის შეუძლებელია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანახმად, აღნიშნული მიმართულებით, ხიდისა და მასთან მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობა სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემებს - მნიშვნელოვნად შეამცირებს სოფელ სათივეს ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელ მანძილს, გადაადგილების დროს და ხარჯებს, რაც მოსახლეობას მისცემს საშუალებას ახალი, უსაფრთხო და კომფორტული გზით და ხიდით შეძლოს სარგებლობა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები