ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

მსოფლიოში ნავთობის კრიზისის დასაძლევად რეზერვებიდან 325 მილიონი ბარელი ნავთობი გამოიყო - IEA

დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობისა და დიზელის გამოყოფაზე. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, წევრმა ქვეყნებმა უკვე გამოყვეს 325 მილიონი ბარელი ნავთობი მიწოდების დეფიციტისა და ფასების ზრდის დასასტაბილურებლად, რაც გამოწვეულია ახლო აღმოსავლეთში და სხვა რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტებით.

მსოფლიოში ნავთობის კრიზისის დასაძლევად რეზერვებიდან 325 მილიონი ბარელი ნავთობი გამოიყო - IEA
მსოფლიოში ნავთობის კრიზისის დასაძლევად რეზერვებიდან 325 მილიონი ბარელი ნავთობი გამოიყო - IEABM.GE

დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბაზარზე სტრატეგიული რეზერვებიდან 100 მილიონ ბარელ დიზელსა და ნედლ ნავთობს გამოიტანენ. საერთაშორისო მედია წერს, რომ გადაწყვეტილება ევროპელ მოკავშირეებზე ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მიიღეს.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დღეს გავრცელებული განცხადებით, წევრმა ქვეყნებმა მარტში დადებული პირობის შესაბამისად, 400 მილიონი ბარელიდან სტრატეგიული რეზერვებიდან უკვე გამოყვეს 325 მილიონი ბარელი ნავთობი და ნავთობპროდუქტები.

აღნიშნული განახლებული ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც G7-ის ლიდერებმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურეს, რომ IEA-სთან კოორდინაციით დაუყოვნებლივ გამოყოფენ 100 მილიონ ბარელ დიზელსა და ნედლ ნავთობს.

ვაშინგტონი ევროპელ პარტნიორებზე ზეწოლას ახორციელებდა, მათ საკუთარი რეზერვები აშშ-ირანის ომით გამოწვეული მიწოდების დეფიციტის შევსებასა და ფასების დასასტაბილურებლად გამოიყენონ. თუმცა, G7-ის განცხადებაში არ დაუკონკრეტებიათ, ეს 100 მილიონი ბარელი მარტში დაპირებული 400 მილიონიდან დარჩენილი 75 მილიონი ბარელის ნაწილია თუ მის დამატებით გამოყოფას ითვალისწინებს.

IEA-ს ცნობით, „11 მარტს გამოცხადებული კოლექტიური ინიციატივიდან დღემდე დაახლოებით 325 მილიონი ბარელია გამოყოფილი, რაც თავდაპირველად შეთანხმებული 400 მილიონი ბარელის 80 პროცენტზე მეტს შეადგენს“.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად მოუწოდებდა მოკავშირეებს დიზელის რეზერვების გახსნისკენ, რათა შეემცირებინათ საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა, რაც უარყოფითად აისახება როგორც ამერიკის, ისე გლობალურ ეკონომიკაზე.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა დიზელის მიწოდება სერიოზულად შეამცირა აშშ-ისა და ისრაელის იერიშების საპასუხოდ, ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა შეზღუდა. გარდა ამისა, ნავთობის გლობალურ ბაზარზე გავლენა იქონია უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულმა დარტყმებმაც, რაც კიევის პასუხია მოსკოვის თავდასხმებზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„11 მარტს გამოცხადებული კოლექტიური ინიციატივიდან დღემდე დაახლოებით 325 მილიონი ბარელია გამოყოფილი, რაც თავდაპირველად შეთანხმებული 400 მილიონი ბარელის 80 პროცენტზე მეტს შეადგენს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.