ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე: 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი შედეგი იყო დემოკრატიული გარდატეხა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი შედეგი დემოკრატიული გარდატეხა, თავისუფლებისა და ღირსების დაბრუნება იყო. მისი თქმით, ამაში გადამწყვეტი როლი ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა, რომელმაც ქვეყანას სუვერენიტეტი დაუბრუნა.

კობახიძე: 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი შედეგი იყო დემოკრატიული გარდატეხა
კობახიძე: 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი შედეგი იყო დემოკრატიული გარდატეხატაბულა

მთავარი შედეგი 1 ოქტომბრის გამარჯვების იყო დემოკრატიული გარდატეხა, თავისუფლების დაბრუნება, ხალხისთვის ღირსების დაბრუნება და ყველა დანარჩენი მიღწევა რაც გვქონდა არის პირველ რიგში დემოკრატიის, თავისუფლებისა და ღირსების დაბრუნების დამსახურება და ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ერთპიროვნულად აიღო პასუხისმგებლობა იმ მომენტში, როდესაც იმედი არ ჩანდა და გვაქვს მნიშვნელოვანი, გარდამტეხი შედეგები ყველა მიმართულებით, როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით, ისე ეკონომიკის, სოციალური მიმართულებით, საგარეო პოლიტიკის კუთხით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყანამ აღიდგინა რეალური სუვერენიტეტი და დღეს სახელმწიფო იმართება არა აგენტურის მიერ, არამედ სუვერენული ხელისუფლების მიერ და ეს ყველაფერი არის ბატონო ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: იმედიც კი არ არსებობდა, ისეთი ავტორიტარული რეჟიმი იყო შექმნილი, ამ დროს გამოჩნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, პირველ რიგში გააჩინა იმედი უმძიმეს მდგომარეობაში და ეს იმედი აქცია რეალობად, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები. ამ არჩევნების მთავარი შედეგი იყო დემოკრატიული გარდატეხა, ხალხისთვის თავისუფლების და ღირსების დაბრუნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები