უსუსური კამპანიაა... უტევენ იმას, სადაც ჯანსაღი სიტუაციაა - კირცხალია დავითაძეზე
ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ პატიმარ გიორგი დავითაძისა და მისი ოჯახის ბრალდებები ბადრაგების მიერ ძალადობის შესახებ უსუსურ კამპანიად შეაფასა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის განცხადება სიცრუედ მიიჩნია და დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრები გაავრცელა.

ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების განცხადებებს "ძალიან უსუსური კამპნაია" უწოდა. მისი აზრით, იმ ფაქტის, რომელიც ჩვეულებრივი პროცედურაა პენიტენციურ სამსახურში, ახლა ამოწევა და "მტკნარ სიცრუეზე" პოლიტიკური დღის წესრიგის აგების მცდელობა ღიმილის მომგვრელია.
კირცხალიას თქმით, ისინი უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია და მაღალი სტანდარტები.
"ძალიან უსუსური კამპანიაა… მსგავს წამებაზე ვინ საუბრობს პენიტენციურ სისტემაში? წამების, ღირსების აყრის, გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები ჩვენს ქვეყანაში. ესენი საუბრობენ და მერე რაღაც 1 წლის წინ მომხდარი ფაქტი, თუ არ ვცდები, რომელიც ჩვეულებრივი პროცედურაა პენიტენციურ სამსახურში, ამის ახლა ამოწევა… რა დონეზე განულებულები არიან და რა დონეზე დღის წესრიგი არ აქვთ, რომ ისევ და ისევ იმდენად მტკნარ სიცრუეზე ფიქრობენ, რომ ააგონ რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია.
ღიმილის მომგვრელია ერთია და შემდეგ მართლაც შემაშფოთებელია და ამაზრზენია, როდესაც ამას ისმენ, აი, ამ სიცრუეს ისმენ წამების, გაუპატიურებისა და ყველანაირი ღირსების ამყრელი მოქმედების ავტორებისგან, ე.წ. ნაცმოძრაობისგან. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები ეგრედწოდებული თუ ე.წ. პარტიები, რომლებიც ცდილობენ, რომ აი, ასეთი სისულელეებით, პირდაპირი მნიშვნელობით, პირველ რიგში, რეპუტაცია შეულახონ პენიტენციურ სისტემას, პენიტენციურ სისტემას, რომელიც, როგორ გითხრათ, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს. […]
უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები, რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს ამას უტევენ. ეს არ არის პირველი და უკანასკნელი შეტევა პენიტენციურ სამსახურზე. […] აბსოლუტურად ყველა შეტევა შემდეგ ქარწყლდება მყისიერი განცხადებით, ვიდეოკადრით, მტკიცებულებებით თუ ა.შ." - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს.
პატიმრის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყება წერს, რომ გიორგი დავითაძის განცხადება სიცრუეა.
პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს
პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ - იოსელიანი
შეგახსენებთ, დავითაძეების ოჯახი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში აქამდეც ადანაშაულებდა.
პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი ბადრაგებს მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს
ციტატები სტატიიდან
„ძალიან უსუსური კამპანიაა… მსგავს წამებაზე ვინ საუბრობს პენიტენციურ სისტემაში? წამების, ღირსების აყრის, გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები ჩვენს ქვეყანაში. ესენი საუბრობენ და მერე რაღაც 1 წლის წინ მომხდარი ფაქტი, თუ არ ვცდები, რომელიც ჩვეულებრივი პროცედურაა პენიტენციურ სამსახურში, ამის ახლა ამოწევა… რა დონეზე განულებულები არიან და რა დონეზე დღის წესრიგი არ აქვთ, რომ ისევ და ისევ იმდენად მტკნარ სიცრუეზე ფიქრობენ, რომ ააგონ რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. ღიმილის მომგვრელია ერთია და შემდეგ მართლაც შემაშფოთებელია და ამაზრზენია, როდესაც ამას ისმენ, აი, ამ სიცრუეს ისმენ წამების, გაუპატიურებისა და ყველანაირი ღირსების ამყრელი მოქმედების ავტორებისგან, ე.წ. ნაცმოძრაობისგან. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები ეგრედწოდებული თუ ე.წ. პარტიები, რომლებიც ცდილობენ, რომ აი, ასეთი სისულელეებით, პირდაპირი მნიშვნელობით, პირველ რიგში, რეპუტაცია შეულახონ პენიტენციურ სისტემას, პენიტენციურ სისტემას, რომელიც, როგორ გითხრათ, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს. […] უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები, რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს ამას უტევენ. ეს არ არის პირველი და უკანასკნელი შეტევა პენიტენციურ სამსახურზე. […] აბსოლუტურად ყველა შეტევა შემდეგ ქარწყლდება მყისიერი განცხადებით, ვიდეოკადრით, მტკიცებულებებით თუ ა.შ.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.