ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, "თბილისობა 2026"-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2026“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. მან მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და აბანოთუბანში ეთნიკურ უმცირესობათა კუთხეები და საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა.

ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, "თბილისობა 2026"-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, "თბილისობა 2026"-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრორუსთავი 2

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე ბექა დავითულიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2026“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ წლევანდელი თბილისობის პროგრამა, როგორც ყოველთვის, მასშტაბური, მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო იქნება.

„თბილისობა ჩვენი ქალაქის მრავალფეროვნების, ისტორიისა და ტრადიციების განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად აღვნიშნავთ. თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ მრავალფეროვნება, თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემაა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად აბანოთუბანში თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს მიერ მოწყობილი თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა კუთხეები და „თბილისობა 2026“-ის ფარგლებში წარმოდგენილი სხვადასხვა საგამოფენო სივრცე დაათვალიერა.

ორი დღის განმავლობაში „თბილისობის“ აღმნიშვნელი მრავალფეროვანი გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები დედაქალაქის ხუთ ლოკაციაზე იქნება წარმოდგენილი. დღესასწაულის ფარგლებში თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.

ყველა ლოკაციაზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულადაა განთავსებული სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, დასასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოწყობილია სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილია ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, აგრეთვე სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია.

ამასთან, დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თბილისობა ჩვენი ქალაქის მრავალფეროვნების, ისტორიისა და ტრადიციების განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად აღვნიშნავთ. თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ მრავალფეროვნება, თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემაა“
ზურაბ აბაშიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.