ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს" - ცესკო

ცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ საკრებულოს შუალედური არჩევნების საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და 15:00 საათის მდგომარეობით აქტივობამ 40,49% შეადგინა.

"საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს" - ცესკო
"საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს" - ცესკორუსთავი 2

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, 15:00 საათის მდგომარეობით, უბნებზე მივიდა 901 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის 40,49%-ს შეადგენს.

"მათ შორის, ახმეტაში მივიდა 93 ამომრჩეველი (34,19%); დმანისში 129 ამომრჩეველი (49,05%), წალკაში 352 ამომრჩეველი (34,82%), ვანში 327 ამომრჩეველი (48,16%)", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მათ შორის, ახმეტაში მივიდა 93 ამომრჩეველი (34,19%); დმანისში 129 ამომრჩეველი (49,05%), წალკაში 352 ამომრჩეველი (34,82%), ვანში 327 ამომრჩეველი (48,16%)“
ნათია იოსელიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები