პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რატი იონათამიშვილი IRI-ის კვლევაზე: თუ გამოქვეყნებულ შედეგებს გავაანალიზებთ და პარტიებს შორის განაწილებულ პროცენტებს კვლევით ალოკაციას გავუკეთებთ - "ქართულ ოცნებას" საზოგადოების მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა რატი იონათამიშვილმა IRI-ის კვლევის შედეგები შეაფასა და განაცხადა, რომ პროცენტების ალოკაციისა და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების განაწილების საფუძველზე, „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს.

რატი იონათამიშვილი IRI-ის კვლევაზე: თუ გამოქვეყნებულ შედეგებს გავაანალიზებთ და პარტიებს შორის განაწილებულ პროცენტებს კვლევით ალოკაციას გავუკეთებთ - "ქართულ ოცნებას" საზოგადოების მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს
რუსთავი 2

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, რატი იონათამიშვილი მედიასთან საუბრის დროს განმარტავს, თუ რა მეთოდოლოგიით უნდა დამუშავდეს IRI - ის ნედლი კვლევა და როგორ გადანაწილდება არსებული პროცენტები კვლევის შედეგების ალოკაციის მიხედვით.

იონათამიშვილი ამბობს, რომ IRI-ის მიერ მიღებული 36 % მრავლდება ორზე, რაც მეორე მხარეს არსებული მინიმალური შედეგების და გადაუწყვეტელი, ასევე პასუხზე უარის მთქმელი პროცენტების პროპორციული განაწილების შედეგად მიიღება:

"საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ IRI - ის მიერ გაკეთებული კვლევა ნამდვილად ჯოჯოხეთური მოცემულობაა აგენტურული ოპოზიციისთვის. ეს კვლევა ადასტურებს, რომ დღეს არსებულ ხელისუფლებას აქვს ისტორიული, მისი არსებობის მანძილზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა. თუ IRI - ის მიერ მიღებულ შედეგებს გავუკეთებთ ალოკაციას, გავითვალისწინებთ მეორე მხარეს მიღებულ პროცენტებს, ასევე მეთოდოლოგიურად გავანაწილებთ უარს პასუხზე და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს - „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 70% - იანი მხარდაჭერა აქვს.

IRI - ის კვლევის შედეგების გაგრძელებაა დღეს გამოქვეყნებული ევროკომისიის კვლევაც, რომელიც ერთი-ერთში იმეორებს შედეგებს. როდესაც ჩვენი ქვეყანა საზოგადოების მხრიდან მთავრობის მიმართ ნდობის რეიტინგში ევროპაში მეხუთე ადგილზეა, ეს ადასტურებს მინიმუმ 70% - იანი მხარდაჭერის უტყუარობას", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობორატი იონათამიშვილი – IRI-ის კვლევის შედეგებს თუ გავაანალიზებთ და პარტიების პროცენტებს კვლევით ალოკაციას გავუკეთებთ, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების, სულ მცირე, 70%-იანი მხარდაჭერა აქვს
  2. POSTVსამთავრობორატი იონათამიშვილი IRI-ის კვლევაზე: „თუ გამოქვეყნებულ შედეგებს გავაანალიზებთ და პარტიებს შორის განაწილებულ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია: „რეალურად „ქართული ოცნების" რეიტინგი IRI-ის კვლევის შედეგებს ორჯერ აღემატება“ •წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები