ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ჩვენ მუდმივად პულსზე ხელი გვიდევს" - ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მმართველი გუნდის რეიტინგი IRI-ის შედეგებს ორჯერ აღემატება

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მმართველი გუნდის რეიტინგი IRI-ის კვლევის შედეგებს ორჯერ აღემატება.

"ჩვენ მუდმივად პულსზე ხელი გვიდევს" - ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მმართველი გუნდის რეიტინგი IRI-ის შედეგებს ორჯერ აღემატება
"ჩვენ მუდმივად პულსზე ხელი გვიდევს" - ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მმართველი გუნდის რეიტინგი IRI-ის შედეგებს ორჯერ აღემატებარუსთავი 2

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, რეალურად, "ქართული ოცნების" რეიტინგი IRI-ის კვლევის შედეგებს ორჯერ აღემატება.

როგორც კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა, მმართველი გუნდი თავადაც ატარებს კვლევებს, სადაც განსხვავებული რეალობა ჩანს.

"რადიკალურად განსხვავებულია, ბევრად დიდია [მაჩვენებლები]. პოლიტიკური პარტია ვართ და იცით, ჩვენ არ ვართ პატარა პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად პულსზე ხელი გვიდევს და, რა თქმა უნდა, ყოველთვის, მუდმივ რეჟიმში ხდება კვლევები პოლიტიკურ ველზე, სხვადასხვა მეთოდოლოგიით, სხვადასხვა მკვლევარის მხრიდან და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიცით, ყოველ წელს თუ კვარტალურად, თუ სად ვართ და როგორ ვართ. ამას უნდა აკეთებდეს ნებისმიერი პარტია და ეს ვალიც არის პარტიის, რომ აკეთებდეს ასეთ რამეს. ბევრად განსხვავებულია, ორჯერ აღემატება, იქ რაც ციფრებიც არის, ძალიან თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ორჯერ აღემატება, მინიმუმ, იმ ციფრებს. ეს არის დღევანდელი მდგომარეობით და ეს გასაკვირიც არ არის. როდესაც უყურებ იმ აგენტურას, რომელი აგენტურაც დღეს კიდევ სუნთქავს ჩვენს ქვეყანაში და, ყოველ შემთხვევაში, ასულდგმულებენ ყველა საშუალებით და ყველა შესაძლო გზით თავიანთი პატრონები," - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რადიკალურად განსხვავებულია, ბევრად დიდია [მაჩვენებლები]. პოლიტიკური პარტია ვართ და იცით, ჩვენ არ ვართ პატარა პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად პულსზე ხელი გვიდევს და, რა თქმა უნდა, ყოველთვის, მუდმივ რეჟიმში ხდება კვლევები პოლიტიკურ ველზე, სხვადასხვა მეთოდოლოგიით, სხვადასხვა მკვლევარის მხრიდან და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიცით, ყოველ წელს თუ კვარტალურად, თუ სად ვართ და როგორ ვართ. ამას უნდა აკეთებდეს ნებისმიერი პარტია და ეს ვალიც არის პარტიის, რომ აკეთებდეს ასეთ რამეს. ბევრად განსხვავებულია, ორჯერ აღემატება, იქ რაც ციფრებიც არის, ძალიან თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ორჯერ აღემატება, მინიმუმ, იმ ციფრებს. ეს არის დღევანდელი მდგომარეობით და ეს გასაკვირიც არ არის. როდესაც უყურებ იმ აგენტურას, რომელი აგენტურაც დღეს კიდევ სუნთქავს ჩვენს ქვეყანაში და, ყოველ შემთხვევაში, ასულდგმულებენ ყველა საშუალებით და ყველა შესაძლო გზით თავიანთი პატრონები,“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.