რატი იონათამიშვილი IRI-ის კვლევაზე: „თუ გამოქვეყნებულ შედეგებს გავაანალიზებთ და პარტიებს შორის განაწილებულ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა რატი იონათამიშვილმა IRI-ის კვლევის შედეგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ალოკაციისა და მონაცემების მეთოდოლოგიური დამუშავების შედეგად, „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს.

x
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი რატი იონათამიშვილი მედიასთან ხსნის, თუ რა მეთოდოლოგიით უნდა დამუშავდეს IRI-ის ე.წ. ნედლი კვლევა და როგორ გადანაწილდება არსებული პროცენტები კვლევის შედეგების ალოკაციის მიხედვით.
იონათამიშვილი ამცხადებს, რომ IRI-ის მიერ მიღებული 36 % მრავლდება ორზე, რაც მეორე მხარეს არსებული მინიმალური შედეგების და გადაუწყვეტელი, ასევე პასუხზე უარის მთქმელი პროცენტების პროპორციული განაწილების შედეგად მიიღება.
„საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევა ნამდვილად ჯოჯოხეთური მოცემულობაა აგენტურული ოპოზიციისთვის. ეს კვლევა ადასტურებს, რომ დღეს არსებულ ხელისუფლებას აქვს ისტორიული, მისი არსებობის პერიოდში ყველაზე დიდი მხარდაჭერა. თუ IRI-ის მიერ მიღებულ შედეგებს გავუკეთებთ ალოკაციას, გავითვალისწინებთ მეორე მხარეს მიღებულ პროცენტებს, ასევე მეთოდოლოგიურად გავანაწილებთ უარს პასუხზე და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს – „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს. IRI-ის კვლევის შედეგების გაგრძელებაა დღეს გამოქვეყნებული ევროკომისიის კვლევაც, რომელიც უცვლელად იმეორებს შედეგებს. როდესაც ჩვენი ქვეყანა საზოგადოების მხრიდან მთავრობის მიმართ ნდობის რეიტინგში ევროპაში მეხუთე ადგილზეა, ეს ადასტურებს მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერის უტყუარობას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2რატი იონათამიშვილი IRI-ის კვლევაზე: თუ გამოქვეყნებულ შედეგებს გავაანალიზებთ და პარტიებს შორის განაწილებულ პროცენტებს კვლევით ალოკაციას გავუკეთებთ - "ქართულ ოცნებას" საზოგადოების მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს
- პირველი არხირატი იონათამიშვილი – IRI-ის კვლევის შედეგებს თუ გავაანალიზებთ და პარტიების პროცენტებს კვლევით ალოკაციას გავუკეთებთ, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების, სულ მცირე, 70%-იანი მხარდაჭერა აქვს
ციტატები სტატიიდან
„საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევა ნამდვილად ჯოჯოხეთური მოცემულობაა აგენტურული ოპოზიციისთვის. ეს კვლევა ადასტურებს, რომ დღეს არსებულ ხელისუფლებას აქვს ისტორიული, მისი არსებობის პერიოდში ყველაზე დიდი მხარდაჭერა. თუ IRI-ის მიერ მიღებულ შედეგებს გავუკეთებთ ალოკაციას, გავითვალისწინებთ მეორე მხარეს მიღებულ პროცენტებს, ასევე მეთოდოლოგიურად გავანაწილებთ უარს პასუხზე და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს – „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს. IRI-ის კვლევის შედეგების გაგრძელებაა დღეს გამოქვეყნებული ევროკომისიის კვლევაც, რომელიც უცვლელად იმეორებს შედეგებს. როდესაც ჩვენი ქვეყანა საზოგადოების მხრიდან მთავრობის მიმართ ნდობის რეიტინგში ევროპაში მეხუთე ადგილზეა, ეს ადასტურებს მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერის უტყუარობას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…