ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელი უბნები დაბომბა, არის მსხვერპლი

რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელი უბნები მართვადი საავიაციო ბომბებით დაბომბა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ხარკოვის მერის განცხადებით, განადგურებულია საცხოვრებელი სახლი, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვნენ.

რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელი უბნები დაბომბა, არის მსხვერპლი
რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელი უბნები დაბომბა, არის მსხვერპლიტაბულა

რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელი უბნები მართვადი საავიაციო ბომბებით დაბომბა. იერიშის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა, მათ შორის - ბავშვები.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, 2 ოქტომბრის შუადღეს რუსეთმა იერიში ხარკოვის 2 რაიონზე: სლობოსდკსა და ნემიშლიანსკზე მიიტანა. მისივე განცხადებით, რუსულმა ბომბმა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

უკრაინული მედიის ცნობით, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები კიდევ იყვნენ მოყოლილი. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.