საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, შვილების ქმედებებზე პასუხისმგებლობა მშობლებმა უნდა აიღონ
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, ჟერალდ დარმანინის განცხადებით, სკოლების საპროტესტო აქციების დროს ბავშვების მიერ მიყენებული ზიანისთვის მშობლებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. მან პროკურორებს მშობლებისგან კომპენსაციის მოთხოვნა დაავალა, ქვეყანაში კი მასობრივი პროტესტი გრძელდება.

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, ჟერალდ დარმანინის განცხადებით, სკოლის საპროტესტო აქციების დროს ბავშვების მიერ მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებლობა მათ მშობლებს უნდა დაეკისროთ. ონფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ფრანგულ რადიოსადგურ RTL-ზე საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშობლები ვალდებულნი არიან პასუხი აგონ შვილების ქმედებებზე. მისივე თქმით, პროკურორებს დაავალა მშობლებისგან სამოქალაქო სამართლის ფარგლებში კომპენსაცია მოითხოვონ.
"მშობლებმა მშობლის მოვალეობა უნდა შეასრულონ. 15-16 წლის მოზარდები რატომ უნდა ესხმოდნენ თავს ავტობუსის გაჩერებებს ან საკუთარი სკოლის დირექტორებს?" - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთში მასობრივი პროტესტი გრძელდება. დემონსტრაციებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 000-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება მოიცვა.
აქციების მონაწილეები განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ. საუბრობენ მოძველებული ინფრასტრუქტურის შეცვლის აუცილებლობაზე და აკადემიური პერსონალის სიმცირეზე.
პროტესტი ხშირ შემთხვევებში ძალადობრივ სახეს იღებს.
ციტატები სტატიიდან
„მშობლებმა მშობლის მოვალეობა უნდა შეასრულონ. 15-16 წლის მოზარდები რატომ უნდა ესხმოდნენ თავს ავტობუსის გაჩერებებს ან საკუთარი სკოლის დირექტორებს?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.