პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როცა თავდასხმებია პოლიციელების, ჟანდარმების, მეხანძრეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ, ხოლო პოლიტიკოსები ამგვარ ძალადობას ახალისებენ, ეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს - საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი​

საქართველოს პროკურატურა

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას 1 300-ზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა; იუსტიციის მინისტრ ჟერალდ დარმანენის თქმით, პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი ძალადობის წახალისება სამართლებრივ სახელმწიფოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

როცა თავდასხმებია პოლიციელების, ჟანდარმების, მეხანძრეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ, ხოლო პოლიტიკოსები ამგვარ ძალადობას ახალისებენ, ეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს - საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი​
რუსთავი 2

საფრანგეთში სტუდენტები და მოსწავლეები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. ქვეყნის მასშტაბით, ათობით სკოლა და უნივერსიტეტია დაბლოკილი. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან სასწავლო შენობების განახლებას, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებასა და უნივერსიტეტებში ადგილების დამატებას ითხოვენ.

ხვალ დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვამდე დღეს პარიზსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებიც იმართება. გრძელდება დაკავებები.

გამოძიება მიმდინარეობს ჟანდარმების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილების სროლის ფაქტებზეც. პროკურატურამ მომხდარ დანაშაულებს მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მისცა.

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი, ჟერალდ დარმანენი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ როდესაც პოლიტიკოსები ამგვარ ძალადობას ახალისებენ, ეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

"1 300-ზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის ძალადობა, რომლის სამიზნეც სამართალდამცველები ხდებიან. როდესაც თავდასხმები პოლიციელების, ჟანდარმების, მეხანძრეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ხდება, ხოლო პოლიტიკოსები ამგვარ ძალადობას ახალისებენ, ეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს", - აცხადებს ჟერალდ დარმანენი.

შეფასება გააკეთა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა.

"ვერ მოხერხდა საზოგადოებრივი შენობებისა და კომერციული ობიექტების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა, პარალელურად კი შიდა უსაფრთხოების ძალები უპრეცედენტო ძალადობის პირისპირ აღმოჩნდნენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მონაწილეების რაოდენობა კი არა, არამედ გამოვლენილი ძალადობის ინტენსივობა იყო", - ამბობს ლორან ნუნესი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაფრანგეთში სტუდენტები და მოსწავლეები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ - ქვეყნის მასშტაბით ათობით სკოლა და უნივერსიტეტია დაბლოკილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„მიუღებელი ძალადობის კლიმატი, განსაკუთრებით სამართალდამცველების წინააღმდეგ“ - საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქციებზე 625 ადამიანი დააკავეს, დაშავდა 83 პოლიციელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები