საფრანგეთში სტუდენტები და მოსწავლეები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ - ქვეყნის მასშტაბით ათობით სკოლა და უნივერსიტეტია დაბლოკილი
საფრანგეთში სტუდენტებისა და მოსწავლეების პროტესტის გამო ათობით სკოლა და უნივერსიტეტია დაბლოკილი, ხოლო იუსტიციის მინისტრ ჟერალდ დარმანენის განცხადებით, არეულობების დროს 1 300-ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა.

საფრანგეთში სტუდენტები და მოსწავლეები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. ქვეყნის მასშტაბით ათობით სკოლა და უნივერსიტეტია დაბლოკილი. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან სასწავლო შენობების განახლებას, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებასა და უნივერსიტეტებში ადგილების დამატებას ითხოვენ.
ხვალ დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვამდე, დღეს პარიზსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებიც იმართება. გრძელდება დაკავებები. გამოძიება მიმდინარეობს ჟანდარმების მიმართულებით "მოლოტოვის კოქტეილების" სროლის ფაქტებზეც. პროკურატურამ მომხდარ დანაშაულებს მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მისცა.
"1 300-ზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის ძალადობა, რომლის სამიზნეც სამართალდამცველები ხდებიან. როდესაც თავდასხმები პოლიციელების, ჟანდარმების, მეხანძრეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ხდება, ხოლო პოლიტიკოსები ამგვარ ძალადობას ახალისებენ, ეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს," - აცხადებს საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ჟერალდ დარმანენი.
ციტატები სტატიიდან
„1 300-ზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის ძალადობა, რომლის სამიზნეც სამართალდამცველები ხდებიან. როდესაც თავდასხმები პოლიციელების, ჟანდარმების, მეხანძრეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ხდება, ხოლო პოლიტიკოსები ამგვარ ძალადობას ახალისებენ, ეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…