მიხეილ სარჯველაძე: ექიმმა 85 წლის პაციენტი არ მიიღო, მიზეზი, თითქოს ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი. იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც „ემერჯენსის“ განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს „ემერჯენსის“ განყოფილების ხელმძღვანელმა 85 წლის პაციენტის მიღებაზე უსაფუძვლოდ უარი თქვა, თითქოს ადგილების არარსებობის მიზეზით. მინისტრის თქმით, ეს არის დარღვევა, რომელიც სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს, ხოლო ექიმმა თანამდებობა თავად დატოვა. მომხდარს ბათუმში ექიმების პროტესტი და კოლეგების მხარდაჭერა მოჰყვა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა 85 წლის პაციენტს უარი უთხრა მიღებაზე, რომელსაც ნაოპერაციების გასწორება სჭირდებოდა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომამდე, გადაუდებელი დახმარების უფროსმა ექიმმა თავად დატოვა თანამდებობა.
მინისტრი გამოეხმაურა ბათუმში ექიმების პროტესტს, სადაც მათ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის (ემერჯენსის) განყოფილების ხელმძღვანელ ჯუმბერ ბოლქვაძეს სოლდარობა გამოუცხადეს.
„ივნისის დასაწყისში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალბატონს დასჭირდა ოპერაციასთან დაკავშირებული გართულების გასწორება. სასწრაფო სამედიცინო სამსახური დაუკავშირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ამ კონკრეტულმა [„ემერჯენსის“ უფროსი ჯუმბერ ბოლქვაძე] თანამდებობის პირმა უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად. დღეს მიზეზად იმ გარემოების დასახელება, თითქოსდა ადგილები არ იყო, ეს არის აბსოლუტური ტყუილი.
იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში საკმარისი ადგილები იყო როგორც „ემერჯენსის“ განყოფილებაში, ისე რეანიმაციულში. მას შემდეგ, რაც ლამის პირადად ჩავერიე რამდენიმე ხელმძღვანელ პირთან ერთად, აღმოჩნდა შესაძლებელი, რომ იმავე დაწესებულებაში მიეღოთ პაციენტი. ეს არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. [ექიმმა] დაასწრო მოვლენებს და თვითონ განაცხადა, გვითხრა, რომ აპირებდა წასულიყო სამსახურიდან სექტემბრის ბოლოს. ცოტა მოულოდნელი იყო ჩემთვის იმ მოვლენების განვითარება, რომელიც გუშინ ვიხილეთ. ამ ყველაფრის მერე, მგონია, რომ, უბრალოდ, მიზეზი არ არსებობს და ცოტა უხერხულ მდგომარეობაში თავად ჩაიგდო თავი“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს
- ბათუმელები„ერთი ფრაზის გამო მინისტრი თანამდებობის დატოვებას მთხოვს“ – პროტესტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში
- ალიამინისტრის შურისძიება? – ექიმებს აქცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში
- რადიო თავისუფლება„წაიყვანეთ მინისტრთან“ - ბათუმელი ექიმის თქმით, ამ ფრაზის გამო სამსახურის დატოვებას სთხოვენ
- TV პირველი"ბოლქვაძისთვის წასვლა კაციშვილს არ მოუთხოვია" - სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს
- TV პირველი"ჯუმბერ ბოლქვაძისთვის გასაგები იყო, რომ პასუხისმგებლობა მოუწევდა" - სარჯველაძე სამართლებრივ რეაგირებაზე საუბრობს
- ბათუმელებიმიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურის ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძეს სამართლებრივი რეაგირებით ემუქრება
- ტაბულა"იქნება სამართლებრივი რეაგირება" – სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურის ექიმზე
- რადიო თავისუფლებასარჯველაძე ბათუმელ ექიმზე: პაციენტის მიღებაზე უარი დარღვევაა, სამართლებრივი რეაგირება იქნება
- ბათუმელები„თუ ექიმმა ჩაიდინა სამედიცინო გადაცდომა, რატომ არ განიხილავს ამას პროფესიული საბჭო?“ – ექიმი ვახტანგ კალოიანი
ციტატები სტატიიდან
„ივნისის დასაწყისში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალბატონს დასჭირდა ოპერაციასთან დაკავშირებული გართულების გასწორება. სასწრაფო სამედიცინო სამსახური დაუკავშირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ამ კონკრეტულმა [„ემერჯენსის“ უფროსი ჯუმბერ ბოლქვაძე] თანამდებობის პირმა უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად. დღეს მიზეზად იმ გარემოების დასახელება, თითქოსდა ადგილები არ იყო, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში საკმარისი ადგილები იყო როგორც „ემერჯენსის“ განყოფილებაში, ისე რეანიმაციულში. მას შემდეგ, რაც ლამის პირადად ჩავერიე რამდენიმე ხელმძღვანელ პირთან ერთად, აღმოჩნდა შესაძლებელი, რომ იმავე დაწესებულებაში მიეღოთ პაციენტი. ეს არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. [ექიმმა] დაასწრო მოვლენებს და თვითონ განაცხადა, გვითხრა, რომ აპირებდა წასულიყო სამსახურიდან სექტემბრის ბოლოს. ცოტა მოულოდნელი იყო ჩემთვის იმ მოვლენების განვითარება, რომელიც გუშინ ვიხილეთ. ამ ყველაფრის მერე, მგონია, რომ, უბრალოდ, მიზეზი არ არსებობს და ცოტა უხერხულ მდგომარეობაში თავად ჩაიგდო თავი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…