ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"იქნება სამართლებრივი რეაგირება" – სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურის ექიმზე

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა პაციენტის მიღებაზე უარი უსაფუძვლოდ თქვა და ამას სამართლებრივი რეაგირება ექნება. თავად ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე ადგილების არქონაზე მიუთითებდა, ხოლო კლინიკის ექიმებმა მინისტრის მოთხოვნა გააპროტესტეს.

"იქნება სამართლებრივი რეაგირება" – სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურის ექიმზე
"იქნება სამართლებრივი რეაგირება" – სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურის ექიმზეტაბულა

ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძის ირგვლივ "გაუგებრობებს ჰქონდა ადგილი".

როგორც სარჯველაძე ამბობს, ბოლქვაძემ 2026 წლის ივნისში უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე, რის შემდეგაც, საკითხის მოკვლევა დაიწყეს. მისივე თქმით, "ეს არის კატეგორიულად მიუღებელი მოვლენა და აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. ეს სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად იქნება, მიუხედავად იმისა, უნდა ეს ვინმეს თუ არა, რა ფორმას ირჩევს ამისგან თავდასაცავად და ა.შ.".

ჯუმებრ ბოლქვაძე ბათუმელებთან საუბარში აცხადებს, რომ მას ემერჯენსის განყოფილებაში პაციენტის მისაღებად ადგილი არ ჰქონდა. მისივე განცხადებით ათვისებული ჰქონდათ საავადმყოფოს სარეზერვო ინვენტარიც. ბოლქვაძის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დამხარების ცენტრის ოპერატორმა მინისტრის შესაბამის ბრძანებაზე მიუთითა, რაზეც ბოლქვაძემ ოპერატორს უთხრა, რომ რადგან ასეთია მინისტრის ბრძანება - "წაიყვანეთ მინისტრთან". ბოლქვაძის თქმით, სარჯველაძემ მას თანამდებობის დატოვება სთხოვა. აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს მიხეილ სარჯველაძე.

"ივნისის დასაწყისში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ნაოპერაციებ ადამიანს, 85 წლის ქალბატონს დასჭირდა ამ ოპერაციასთან დაკავშირებული გართულების გასწორება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური დაუკავშირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს. უბრალოდ სრულიად სხვა ვერსია იქნა შეთავაზებული თავდაპირველად საზოგადოებისთვის ამ საკითხის ირგვლივ.

ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად. აბსოლუტურად უმნიშვნელოა, იქ როგორ გააფორმა ეს ყველაფერი და დამატებით რა მიუთითა. აქ არის მთავარი მომენტი - პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე როდესაც ექიმი აცხადებს უარს, სხვისი იქნება თუ ჩემი, რა მნიშვნელობა აქვს ამას, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ნებისმიერი ექიმისგან.

ამას ბუნებრივია, რომ ყოველთვის შევეწინააღმდეგებით, ასე იყო ამ დრომდე, ასეა დღეს და ასე იქნება მომავალშიც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ბატონი ჯუმბერისთვისაც გასაგები იყო, რომ მას მოუწევდა ამაზე პასუხისმგებლობა. მიზეზად დასახელება დღეს იმ გარემოებისა, რომ თითქოსდა ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი. იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც ემერჯენსის განყოფილებაში, ისე რეანიმაციაში და ამის დასტურად შემიძლია გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც მე პირადად ჩავერიე ლამის და რამდენიმე ხელმძღვანელი პირი, მხოლოდ ამის შემდეგ თურმე აღმოჩნდა შესაძლებელი, რომ იმავე დაწესებულებაში მიეღოთ პაციენტი, ოღონდ ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, იმიტომ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ უარს ამბობდა პაციენტის მიღებაზე ერთი კონკრეტული ექიმი.

ეს, რასაკვირველია, არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. ამის შემდეგ მან თვითონ, ბატონმა ჯუმბერმა, მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ კაცისშვილს ეს მისგან არ მოუთხოვია, მოთხოვნა დადგებოდა მას შემდეგ თუ საკითხის შესწავლის შემდეგ გაირკვეოდა, რომ ადგილი ჰქონდა ბრალეულ ქმედებას, მან დაასწრო ამ მოვლენებს, თვითონ განაცხადა, გვითხრა, რომ აპირებდა, წასულიყო სამსახურიდან სექტემბრის ბოლოს. ამიტომ, სიმართლე გითხრათ ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო მოვლენების ის განვითარება, რომელიც გუშინ ვიხილეთ". - აცხადებს სარჯველაძე.

სარჯველაძის განცხადებით, გუშინ, 1 ოქტომბერს მასთან შეხვედრა ითხოვა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტმა. შეხვედრაზე მან "ყველა გარემოების შესახებ მიაწოდა დოკუმენტირებული ინფორმაცია" და მათთვისაც ბევრი რამ "გასაგები გახდა".

რაც შეეხება სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, სარჯველაძის განცხადებით, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, როდესაც სასწრაფო დახმარების ჯგუფი უკავშირდება კლინიკას, საუბარი იწერება და ეს ყველა ექიმისთვისაა ცნობილი.

"როდესაც პაციენტის მიღებაზე კლინიკა ამბობს უარს, ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებო გარემოება. ასეთ დროს ბუნებრივია ჩვენ ვცდილობთ, რომ საკითხი შევისწავლოთ, ხომ არ ჰქონდა ადგილი გადაცდომას და ბუნებრივია, აბსოლუტურად სტანდარტულ პროცედურაა, რომ როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური უკავშირდება კლინიკას - ყველა ასეთი საუბარი იწერება. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ცნობილია უკლებლივ ყველა ექიმისთვის, ყველა სასწრაფოს თანამშრომლისთვის. ბუნებრივია, საკითხის შესწავლის პროცესში ამის შესახებ ინფორმაცია ცირკულირებს. ჩემთვის რაც მნიშვნელოვანია არის, რომ არცერთ ექიმს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის უფლება არ გააჩნია, ამის მიმართ დავრჩებით შეურიგებლები და ამას ყველა უნდა შეეგუოს" - აცხადებს სარჯველაძე.

ცნობისთვის, გუშინ 1 ოქტომბერს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა კლინიკასთან აქცია გამართეს. ექიმების განცხადებით, სარჯველაძე მოითხოვს, რომ ბოლქვაძემ თანამდებობა დატოვოს, რაც მათი შეფასებით, უსამართლო და მიუღებელია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ივნისის დასაწყისში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ნაოპერაციებ ადამიანს, 85 წლის ქალბატონს დასჭირდა ამ ოპერაციასთან დაკავშირებული გართულების გასწორება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური დაუკავშირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს. უბრალოდ სრულიად სხვა ვერსია იქნა შეთავაზებული თავდაპირველად საზოგადოებისთვის ამ საკითხის ირგვლივ. ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად. აბსოლუტურად უმნიშვნელოა, იქ როგორ გააფორმა ეს ყველაფერი და დამატებით რა მიუთითა. აქ არის მთავარი მომენტი - პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე როდესაც ექიმი აცხადებს უარს, სხვისი იქნება თუ ჩემი, რა მნიშვნელობა აქვს ამას, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ნებისმიერი ექიმისგან. ამას ბუნებრივია, რომ ყოველთვის შევეწინააღმდეგებით, ასე იყო ამ დრომდე, ასეა დღეს და ასე იქნება მომავალშიც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ბატონი ჯუმბერისთვისაც გასაგები იყო, რომ მას მოუწევდა ამაზე პასუხისმგებლობა. მიზეზად დასახელება დღეს იმ გარემოებისა, რომ თითქოსდა ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი. იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც ემერჯენსის განყოფილებაში, ისე რეანიმაციაში და ამის დასტურად შემიძლია გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც მე პირადად ჩავერიე ლამის და რამდენიმე ხელმძღვანელი პირი, მხოლოდ ამის შემდეგ თურმე აღმოჩნდა შესაძლებელი, რომ იმავე დაწესებულებაში მიეღოთ პაციენტი, ოღონდ ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, იმიტომ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ უარს ამბობდა პაციენტის მიღებაზე ერთი კონკრეტული ექიმი. ეს, რასაკვირველია, არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. ამის შემდეგ მან თვითონ, ბატონმა ჯუმბერმა, მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ კაცისშვილს ეს მისგან არ მოუთხოვია, მოთხოვნა დადგებოდა მას შემდეგ თუ საკითხის შესწავლის შემდეგ გაირკვეოდა, რომ ადგილი ჰქონდა ბრალეულ ქმედებას, მან დაასწრო ამ მოვლენებს, თვითონ განაცხადა, გვითხრა, რომ აპირებდა, წასულიყო სამსახურიდან სექტემბრის ბოლოს. ამიტომ, სიმართლე გითხრათ ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო მოვლენების ის განვითარება, რომელიც გუშინ ვიხილეთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ყველა გარემოების შესახებ მიაწოდა დოკუმენტირებული ინფორმაცია“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„გასაგები გახდა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„როდესაც პაციენტის მიღებაზე კლინიკა ამბობს უარს, ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებო გარემოება. ასეთ დროს ბუნებრივია ჩვენ ვცდილობთ, რომ საკითხი შევისწავლოთ, ხომ არ ჰქონდა ადგილი გადაცდომას და ბუნებრივია, აბსოლუტურად სტანდარტულ პროცედურაა, რომ როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური უკავშირდება კლინიკას - ყველა ასეთი საუბარი იწერება. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ცნობილია უკლებლივ ყველა ექიმისთვის, ყველა სასწრაფოს თანამშრომლისთვის. ბუნებრივია, საკითხის შესწავლის პროცესში ამის შესახებ ინფორმაცია ცირკულირებს. ჩემთვის რაც მნიშვნელოვანია არის, რომ არცერთ ექიმს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის უფლება არ გააჩნია, ამის მიმართ დავრჩებით შეურიგებლები და ამას ყველა უნდა შეეგუოს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.