მინისტრის შურისძიება? – ექიმებს აქცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძის მოსალოდნელი გათავისუფლების გასაპროტესტებლად. მედიკოსების მტკიცებით, მისი სამსახურიდან წასვლას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აუდიოჩანაწერის საფუძველზე ითხოვს, რაც, მათი თქმით, უსამართლოა და იურიდიული საფუძველი არ გააჩნია.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს – მედიკოსები მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძის სამსახურიდან მოსალოდნელ გათავისუფლებას აპროტესტებენ.
მედიკოსების მტკიცებით, ბოლქვაძეს სამსახურიდან წასვლას მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ითხოვს. ექმების თქმით, ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელის გათავისუფლების ურიდიული საფუძველი არ არსებობს.
ადგილზე შეკრებილების თქმით, საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მომხდარ ფაქტს, როდესაც კლინიკაში მაღალი მომართვიანობისას კონკრეტული პაციენტის მიღება დროულად ვერ მოხერხდა. რა დროსაც, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის კითხვაზე, თუ სად უნდა გადაეყვანათ პაციენტი, ჯუმბერ ბოლქვაძემ „სიტყვის მასალად უპასუხა, რომ „მინისტრთან წაეყვანათ“.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, რომ სამინისტრო აუდიოჩანაწერის საფუძველზე ითხოვს ექიმის გათავისუფლებას, რაც მათივე შეფასებით უსამართლო გადაწყვეტილებაა.
ექიმების თქმით, ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლების შემთხვევაში, კლინიკას სხვა ექიმებიც პროტესტის ნიშნად დატოვებენ.
„გადაწყვეტილება სამართლებრივი არ არის, მას იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. აღნიშნულმა ექიმმა არაერთი პაციენტი გადაარჩინა და მისი გათავისუფლება არ უნდა მოხდეს. ბატონ ჯუმბერს კლინიკის დატოვებას სთხოვენ, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით — სწორედ მის მიერ არის ეს განყოფილება და სხვადასხვა პროექტები შექმნილი. ის წლებია აქ მუშაობს, ამიტომაც გამოვედით და სოლიდარობას ვუცხადებთ მას, მით უმეტეს, რომ არანაირი სამედიცინო გადაცდომა არ ჰქონია.
იმ შეხვედრას თავად ჯანდაცვის მინისტრი სარჯველაძეც ესწრებოდა. ეს ზოგადი ფრაზა იყო და ჩანაწერში კონკრეტულად რომელიმე მინისტრი არც უხსენებია. სამწუხაროდ, არც პერსონალის და არც პაციენტის ბედი არავის ადარდებს, შეხვედრაზე კითხვის დასმის შესაძლებლობაც კი არ მოგვეცა. საბოლოოდ, ის პაციენტი ისევ ჩვენ მივიღეთ და გავუწიეთ დახმარება“, – აცხადებენ ექიმები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს
- ბათუმელები„ერთი ფრაზის გამო მინისტრი თანამდებობის დატოვებას მთხოვს“ – პროტესტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში
- რადიო თავისუფლება„წაიყვანეთ მინისტრთან“ - ბათუმელი ექიმის თქმით, ამ ფრაზის გამო სამსახურის დატოვებას სთხოვენ
- TV პირველი"ბოლქვაძისთვის წასვლა კაციშვილს არ მოუთხოვია" - სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს
- TV პირველი"ჯუმბერ ბოლქვაძისთვის გასაგები იყო, რომ პასუხისმგებლობა მოუწევდა" - სარჯველაძე სამართლებრივ რეაგირებაზე საუბრობს
- იმედინიუსიმიხეილ სარჯველაძე: ექიმმა 85 წლის პაციენტი არ მიიღო, მიზეზი, თითქოს ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი. იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც „ემერჯენსის“ განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში
- ბათუმელებიმიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურის ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძეს სამართლებრივი რეაგირებით ემუქრება
- ტაბულა"იქნება სამართლებრივი რეაგირება" – სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურის ექიმზე
- რადიო თავისუფლებასარჯველაძე ბათუმელ ექიმზე: პაციენტის მიღებაზე უარი დარღვევაა, სამართლებრივი რეაგირება იქნება
- ბათუმელები„თუ ექიმმა ჩაიდინა სამედიცინო გადაცდომა, რატომ არ განიხილავს ამას პროფესიული საბჭო?“ – ექიმი ვახტანგ კალოიანი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…