ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მხარი დაუჭირეს ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელს, ჯუმბერ ბოლქვაძეს. მედიკოსების განცხადებით, მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მისგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვს რამდენიმე თვის წინ გაკეთებული „სიტყვის მასალად“ נאთქვამი ფრაზის გამო, სადაც მან პაციენტის მიღების შეუძლებლობაზე ისაუბრა. ექიმები გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და კლინიკის დატოვებით იმუქრებიან.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მედიკოსების განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გადაუდებელი მედიცინის (ემერჯენსის) განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძისგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვს, რაც მათივე შეფასებით, უსამართლო გადაწყვეტილებაა. შეკრებილების თქმით, საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მომხდარ ფაქტს, როდესაც კლინიკაში მაღალი მომართვიანობისა და თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო, კონკრეტული პაციენტის მიღება დროულად ვერ მოხერხდა. აქციის მონაწილეების განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის კითხვაზე, თუ სად უნდა გადაეყვანათ პაციენტი, ჯუმბერ ბოლქვაძემ „სიტყვის მასალად უპასუხა, რომ „მინისტრთან წაეყვანათ“.
ექიმები აცხადებენ, რომ სამინისტრო სწორედ აღნიშნული აუდიოჩანაწერის საფუძველზე ითხოვს ექიმის გათავისუფლებას, რაც უსამართლო გადაწყვეტილებაა.
მედიკოსები კოლეგას სრულ სოლიდარობას უცხადებენ და აფრთხილებენ ხელმძღვანელობას, რომ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლების შემთხვევაში, კლინიკას სხვა ექიმებიც პროტესტის ნიშნად დატოვებენ.
„გადაწყვეტილება სამართლებრივი არ არის, მას იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. აღნიშნულმა ექიმმა არაერთი პაციენტი გადაარჩინა და მისი გათავისუფლება არ უნდა მოხდეს. ბატონ ჯუმბერს კლინიკის დატოვებას სთხოვენ, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით — სწორედ მის მიერ არის ეს განყოფილება და სხვადასხვა პროექტები შექმნილი. ის წლებია აქ მუშაობს, ამიტომაც გამოვედით და სოლიდარობას ვუცხადებთ მას, მით უმეტეს, რომ არანაირი სამედიცინო გადაცდომა არ ჰქონია.
რამდენიმე თვის წინ ძალიან მაღალი მომართვიანობა იყო, პაციენტები რიგშიც კი იდგნენ. სწორედ ამ დროს კიდევ ერთი უმძიმესი პაციენტი უნდა შემოეყვანათ, თუმცა მას მომსახურებას ვერ გავუწევდით, რადგან არცერთ განყოფილებაში ადგილი არ იყო. უარი ვთქვით. დაისვა კითხვა: „სად წავიყვანო, ბატონო ჯუმბერ?“ მინისტრის ბრძანებაა, რომ მაგ კლინიკაში მოვიყვანოთ… ჯუმბერ ბოლქვაძემ გაუაზრებლად, სიტყვის მასალად უპასუხა, „მინისტრთან წაიყვანეთო“. ეს არ ყოფილა შეურაცხმყოფელი ფრაზა. მინისტრმა ეს ჩანაწერი თვენახევრის წინ მოისმინა, რის შემდეგაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აქ მოვიდა. ბატონმა ჯუმბერმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ამის მიუხედავად, მასზე მუდმივი ზეწოლაა, რომ თანამდებობა დატოვოს.
იმ შეხვედრას თავად ჯანდაცვის მინისტრი სარჯველაძეც ესწრებოდა. ეს ზოგადი ფრაზა იყო და ჩანაწერში კონკრეტულად რომელიმე მინისტრი არც უხსენებია. სამწუხაროდ, არც პერსონალის და არც პაციენტის ბედი არავის ადარდებს, შეხვედრაზე კითხვის დასმის შესაძლებლობაც კი არ მოგვეცა. საბოლოოდ, ის პაციენტი ისევ ჩვენ მივიღეთ და გავუწიეთ დახმარება“, - აცხადებენ ექიმები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ბათუმელები„ერთი ფრაზის გამო მინისტრი თანამდებობის დატოვებას მთხოვს“ – პროტესტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში
- ალიამინისტრის შურისძიება? – ექიმებს აქცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში
- რადიო თავისუფლება„წაიყვანეთ მინისტრთან“ - ბათუმელი ექიმის თქმით, ამ ფრაზის გამო სამსახურის დატოვებას სთხოვენ
- TV პირველი"ბოლქვაძისთვის წასვლა კაციშვილს არ მოუთხოვია" - სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს
- TV პირველი"ჯუმბერ ბოლქვაძისთვის გასაგები იყო, რომ პასუხისმგებლობა მოუწევდა" - სარჯველაძე სამართლებრივ რეაგირებაზე საუბრობს
- იმედინიუსიმიხეილ სარჯველაძე: ექიმმა 85 წლის პაციენტი არ მიიღო, მიზეზი, თითქოს ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი. იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც „ემერჯენსის“ განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში
- ბათუმელებიმიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურის ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძეს სამართლებრივი რეაგირებით ემუქრება
- ტაბულა"იქნება სამართლებრივი რეაგირება" – სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურის ექიმზე
- რადიო თავისუფლებასარჯველაძე ბათუმელ ექიმზე: პაციენტის მიღებაზე უარი დარღვევაა, სამართლებრივი რეაგირება იქნება
- ბათუმელები„თუ ექიმმა ჩაიდინა სამედიცინო გადაცდომა, რატომ არ განიხილავს ამას პროფესიული საბჭო?“ – ექიმი ვახტანგ კალოიანი
ციტატები სტატიიდან
„გადაწყვეტილება სამართლებრივი არ არის, მას იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. აღნიშნულმა ექიმმა არაერთი პაციენტი გადაარჩინა და მისი გათავისუფლება არ უნდა მოხდეს. ბატონ ჯუმბერს კლინიკის დატოვებას სთხოვენ, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით — სწორედ მის მიერ არის ეს განყოფილება და სხვადასხვა პროექტები შექმნილი. ის წლებია აქ მუშაობს, ამიტომაც გამოვედით და სოლიდარობას ვუცხადებთ მას, მით უმეტეს, რომ არანაირი სამედიცინო გადაცდომა არ ჰქონია. რამდენიმე თვის წინ ძალიან მაღალი მომართვიანობა იყო, პაციენტები რიგშიც კი იდგნენ. სწორედ ამ დროს კიდევ ერთი უმძიმესი პაციენტი უნდა შემოეყვანათ, თუმცა მას მომსახურებას ვერ გავუწევდით, რადგან არცერთ განყოფილებაში ადგილი არ იყო. უარი ვთქვით. დაისვა კითხვა: „სად წავიყვანო, ბატონო ჯუმბერ?“ მინისტრის ბრძანებაა, რომ მაგ კლინიკაში მოვიყვანოთ… ჯუმბერ ბოლქვაძემ გაუაზრებლად, სიტყვის მასალად უპასუხა, „მინისტრთან წაიყვანეთო“. ეს არ ყოფილა შეურაცხმყოფელი ფრაზა. მინისტრმა ეს ჩანაწერი თვენახევრის წინ მოისმინა, რის შემდეგაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აქ მოვიდა. ბატონმა ჯუმბერმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ამის მიუხედავად, მასზე მუდმივი ზეწოლაა, რომ თანამდებობა დატოვოს. იმ შეხვედრას თავად ჯანდაცვის მინისტრი სარჯველაძეც ესწრებოდა. ეს ზოგადი ფრაზა იყო და ჩანაწერში კონკრეტულად რომელიმე მინისტრი არც უხსენებია. სამწუხაროდ, არც პერსონალის და არც პაციენტის ბედი არავის ადარდებს, შეხვედრაზე კითხვის დასმის შესაძლებლობაც კი არ მოგვეცა. საბოლოოდ, ის პაციენტი ისევ ჩვენ მივიღეთ და გავუწიეთ დახმარება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…