„წაიყვანეთ მინისტრთან“ - ბათუმელი ექიმის თქმით, ამ ფრაზის გამო სამსახურის დატოვებას სთხოვენ
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განყოფილების უფროსი ჯუმბერ ბოლქვაძე აცხადებს, რომ მას სამსახურის დატოვებას სთხოვენ პაციენტის მიღებაზე უარის თქმისა და „წაიყვანეთ მინისტრთან“ ფრაზის გამო. მისი თქმით, თანამდებობის დატოვება მიხეილ სარჯველაძის დავალებით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მოსთხოვა. კოლეგები მხარდამჭერ აქციას გეგმავენ, ხოლო სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს.

ექიმები ამბობენ, რომ რამდენიმე თვის წინ, 2026 წლის ივნისში, როცა კლინიკის „ემერჯენსი“ განყოფილება სრულად იყო შევსებული, გადაუდებელი დახმარების (112-ის) ოპერატორი მოითხოვდა დამძიმებული პაციენტის მიღებას, რაზეც ბოლქვაძისგან უარი მიიღო, რადგან „სუნთქვის აპარატი რომ დასჭირებოდა, ვერ დაეხმარებოდნენ“.
როგორც ადგილობრივი გამოცემა „ბათუმელები“ წერს, მან ოპერატორის დაჟინებულ მოთხოვნასა და კითხვას, თუ სად შეიძლება გადაეყვანათ პაციენტი, უპასუხა სიტყვებით „წაიყვანეთ მინისტრთან“.
„უდანაშაულოდ, რაიმე იურიდიული საფუძვლის გარეშე რომ მომთხოვონ სამსახურის დატოვება, ამის უფლება მგონი ნამდვილად არ აქვთ“, - ამბობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განყოფილების უფროსი.
მისი თქმით, კლინიკიდან წასვლის შესახებ მასთან კომუნიკაცია რამდენჯერმე შედგა:
„მიხეილ სარჯველაძემ სხვადასხვა პირის დახმარებით, მათ შორის ჩვენს მინისტრს დაავალა, რომ მოითხოვა თანამდებობა დავტოვო. მანამდე, სატელეფონო ზარებით მითვლიდა, რომ გადავსულიყავი სხვა კლინიკაში... ადმინისტრაცია ჩემ წინააღმდეგ არ არის, არ მეუბნებიან „წადის“, მაგრამ არც იმას მეუბნებიან, რომ „დარჩი“...
ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ ამ თხოვნით დღეს საავადმყოფოში მივიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე: „იქნებ, ხმაური ჩაწყნარებულიყო... მას სთხოვდა ჯანდაცვის მინისტრი“.
მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს მისმა კოლეგებმა მისი მხარდამჭერი აქციის გამართვა.
რადიო თავისუფლება ცდილობს ჯანდაცვის სამინისტროდან ამ საკითხზე კომენტარის მიღებას. აჭარის ა/რ-ის ჯანდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ „კომენტარი არ კეთდება“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს
- ბათუმელები„ერთი ფრაზის გამო მინისტრი თანამდებობის დატოვებას მთხოვს“ – პროტესტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში
- ალიამინისტრის შურისძიება? – ექიმებს აქცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში
- TV პირველი"ბოლქვაძისთვის წასვლა კაციშვილს არ მოუთხოვია" - სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს
- TV პირველი"ჯუმბერ ბოლქვაძისთვის გასაგები იყო, რომ პასუხისმგებლობა მოუწევდა" - სარჯველაძე სამართლებრივ რეაგირებაზე საუბრობს
- იმედინიუსიმიხეილ სარჯველაძე: ექიმმა 85 წლის პაციენტი არ მიიღო, მიზეზი, თითქოს ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი. იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც „ემერჯენსის“ განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში
- ბათუმელებიმიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურის ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძეს სამართლებრივი რეაგირებით ემუქრება
- ტაბულა"იქნება სამართლებრივი რეაგირება" – სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურის ექიმზე
- რადიო თავისუფლებასარჯველაძე ბათუმელ ექიმზე: პაციენტის მიღებაზე უარი დარღვევაა, სამართლებრივი რეაგირება იქნება
- ბათუმელები„თუ ექიმმა ჩაიდინა სამედიცინო გადაცდომა, რატომ არ განიხილავს ამას პროფესიული საბჭო?“ – ექიმი ვახტანგ კალოიანი
ციტატები სტატიიდან
„უდანაშაულოდ, რაიმე იურიდიული საფუძვლის გარეშე რომ მომთხოვონ სამსახურის დატოვება, ამის უფლება მგონი ნამდვილად არ აქვთ“
„იქნებ, ხმაური ჩაწყნარებულიყო... მას სთხოვდა ჯანდაცვის მინისტრი“
„სუნთქვის აპარატი რომ დასჭირებოდა, ვერ დაეხმარებოდნენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…