ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რუსეთმა უკრაინის ყოფილ თავდაცვის მინისტრებზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრებზე, ოლეკს რეზნიკოვსა და მიხაილო ფედოროვზე, დონბასში „სადამსჯელო ოპერაციების საქმეზე“ ძებნა გამოაცხადა.

რუსეთმა უკრაინის ყოფილ თავდაცვის მინისტრებზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთმა უკრაინის ყოფილ თავდაცვის მინისტრებზე ძებნა გამოაცხადატაბულა

რუსეთის საგამოძებო კომიტეტმა უკრაინის ყოფილ თავდაცვის მინისტრებზე ძებნა გამოაცხადა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დონბასში "სადამსჯელო ოპერაციების საქმეზე" უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრებზე - ოლეკს რეზნიკოვსა და მიხაილო ფედოროვზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ РИА Новости უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, რეზნიკოვი და ფედოროვი 2021-2023 და 2026 წლებში ხელქვეითებს დანაშაულებრივ ბრძანებებსა და მითითებებს აძლევდნენ და დონბასის ტერიტორიაზე გასამხედროებულ სადამსჯელო ოპერაციებს ატარებდნენ.

"ამ დანაშაულებრივმა ქმედებებმა მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი დაღუპვა და დაშავება, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურება გამოიწვია. რეზნიკოვისა და ფედოროვის მიმართ გამოტანილია დადგენილებები ბრალდებულად ცნობის შესახებ და ორგანიზებულია მათი საერთაშორისო ძებნა", - ნათქვამია განცხადებაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ დანაშაულებრივმა ქმედებებმა მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი დაღუპვა და დაშავება, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურება გამოიწვია. რეზნიკოვისა და ფედოროვის მიმართ გამოტანილია დადგენილებები ბრალდებულად ცნობის შესახებ და ორგანიზებულია მათი საერთაშორისო ძებნა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.