ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"რობოტების არმია" – უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ახალი ტექინიციატივით გამოდის

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა ახალი თავდაცვითი ტექნოლოგიების ინიციატივა – "რობოტების არმია" წარადგინა, რომლის მიზანიც ბრძოლის ველზე რობოტული სისტემებით სამხედროების ჩანაცვლებაა.

"რობოტების არმია" – უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ახალი ტექინიციატივით გამოდის
"რობოტების არმია" – უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ახალი ტექინიციატივით გამოდისტაბულა

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა ახალი თავდაცვითი ტექნოლოგიების ინიციატივა – "რობოტების არმია" – წარადგინა, რომლის მიზანიც ბრძოლის ველზე რობოტული სისტემებით სამხედროების მაქსიმალურად ჩანაცვლებაა.

ფედოროვის თქმით, "რობოტების არმია" ერთი კომპანია არ იქნება და იმუშავებს, როგორც ეკოსისტემა, რომელიც თავდაცვითი ტექნოლოგიების კომპანიებში ინვესტიციებს ჩადებს, საკუთარ პროექტებს შექმნის, კვლევით შესაძლებლობებს განავითარებს, სისტემებს სამხედროებთან ერთად გამოცდის და ეფექტიან ტექნოლოგიებს მასშტაბურს გახდის.

"რობოტები მოწინააღმდეგეს აკავებენ, თავდასხმებს იგერიებენ, სამიზნეებს ანადგურებენ და მოწინააღმდეგის პოზიციებზე პირველები გადადიან. ადამიანები სისტემებს უსაფრთხო მანძილიდან მართავენ და გაწმენდილ პოზიციაზე მხოლოდ მაშინ შედიან, როცა იქ ყოფნა უსაფრთხოა." – ნათქვამია ვიდეოში, რომელიც ინიციატივის წარდგენისას აჩვენეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ფედოროვმა მიზნად ექვს თვეში ჰუმანოიდი რობოტის მიერ მოწინააღმდეგის სამხედრო მოსამსახურის პირველად მოკვლა, ხოლო 12 თვეში ქვეითების მონაწილეობის გარეშე მოწინააღმდეგის პოზიციაზე პირველი წარმატებული იერიშის ჩატარება დაასახელა.

ფედოროვს არ დაუკონკრეტებია, რომელი კომპანია ან ორგანიზაცია უხელმძღვანელებს პროექტს. მისი თქმით, ივლისში თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ ტექნოლოგიური ომის ხედვაზე მუშაობას კერძო სექტორიდან განაგრძობს.

"რობოტების არმიის" სახელწოდება ახალი არ არის – ფედოროვმა ანალოგიური პროექტის შექმნა ჯერ კიდევ 2023 წელს, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრობისას დააანონსა.

უკრაინული ძალები ამჟამად სხვადასხვა სახის სახმელეთო უპილოტო სისტემებს იყენებენ, თუმცა, მათი უმეტესობა ადამიანის მიერ დისტანციურად იმართება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რობოტები მოწინააღმდეგეს აკავებენ, თავდასხმებს იგერიებენ, სამიზნეებს ანადგურებენ და მოწინააღმდეგის პოზიციებზე პირველები გადადიან. ადამიანები სისტემებს უსაფრთხო მანძილიდან მართავენ და გაწმენდილ პოზიციაზე მხოლოდ მაშინ შედიან, როცა იქ ყოფნა უსაფრთხოა.“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფედოროვი: ზელენსკი არჩევნებისთვის მზად იყო, მაგრამ ზალუჟნის შესაძლო მონაწილეობის გამო უარი თქვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები