ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ზაქირ ჰასანოვი – აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონული სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრების მე-13 სამმხრივი შეხვედრა ქალაქ შუშაში გაიმართა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა განაცხადა, რომ ეს ფორმატი რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

ზაქირ ჰასანოვი – აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონული სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა
ზაქირ ჰასანოვი – აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონული სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმააპირველი არხი

აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონული სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, ზაქირ ჰასანოვმა, ქალაქ შუშაში, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზაქირ ჰასანოვმა ხაზი გაუსვა, რომ სამ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. აზერბაიჯანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამყაროში, სადაც პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება და სხვადასხვა სირთულე წარმოიქმნება, სახელმწიფოებს შორის კოორდინაციასა და ურთიერთქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„კმაყოფილი ვართ თანამშრომლობის განვითარების დინამიკით და ვაპირებთ, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაფართოოთ და გავაღრმაოთ“, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა.

შუშაში გამართულ აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების მე-13 სამმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა აზრები გაცვალეს სამ ქვეყანას შორის ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, მიღწეულ შედეგებზე, რეგიონში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურ პროცესებსა და სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კმაყოფილი ვართ თანამშრომლობის განვითარების დინამიკით და ვაპირებთ, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაფართოოთ და გავაღრმაოთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.