პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც მხარეებმა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე და სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს, ვიზიტის ბოლოს კი ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს.

ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
რუსთავი 2

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ უმასპინძლა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მასპინძელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან და თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან ერთად, სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე იმსჯელა.

სამმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა მეზობელ ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თავის მხრივ, აზერბაიჯანისა და თურქეთის სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეროვნულ ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, თავდაცვის სფეროში სამმხრივ ფორმატში წარმატებული თანამშრომლობა, საერთო მიზნებისა და რეგიონული სტაბილურობის მისაღწევად, მტკიცე საფუძველს ქმნის. მან კოლეგებს არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირებისა და განვითარების პროცესის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. თავდაცვის მინისტრების საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევები წარმოადგენდა. მხარეებმა, ამ ფონზე, ქვეყნებს შორის სამხედრო კავშირების გაძლიერებასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ სამი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, სამმხრივ მინისტერიალამდე, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდა სასწავლო ცენტრში - "ქიზილქაია," სადაც ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნო და საერთაშორისო სწავლება Power of Unity 2026 -ის საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
  3. პირველი არხისამთავრობოირაკლი ჩიქოვანი თურქეთის თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოში თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები