პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

აზერბაიჯანში მიმდინარე თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
რუსთავი 2

აზერბაიჯანში, თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ორმხრივ შეხვედრაზე კოლეგებმა თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და მაღალი დონის ვიზიტების დადებითი დინამიკა აღნიშნეს. ასევე, ხაზი გაესვა ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოება, შავი ზღვის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრას საქართველოსა და თურქეთის დელეგაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
  3. პირველი არხისამთავრობოირაკლი ჩიქოვანი თურქეთის თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოში თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები