პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი - როგორ აფასებს ქართველი ხალხი „ქართული ოცნების“ მუშაობას, გამოჩნდა მათ შორის IRI-ს ბოლო კვლევაში, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ აქვს ისტორიული მაქსიმუმი მხარდაჭერისა

ქართული ოცნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს და განაცხადა, რომ ხელისუფლების მუშაობის შეფასება IRI-ს ბოლო კვლევაში ჩანს, სადაც „ქართულ ოცნებას“ ისტორიული მაქსიმუმი მხარდაჭერა აქვს.

შალვა პაპუაშვილი - როგორ აფასებს ქართველი ხალხი „ქართული ოცნების“ მუშაობას, გამოჩნდა მათ შორის IRI-ს ბოლო კვლევაში, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ აქვს ისტორიული მაქსიმუმი მხარდაჭერისა
ინტერპრესნიუსი

კრიტიკა სხვადასხვა მხრიდან მოდის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი არის ის, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ის თუ როგორ აფასებს ქართველი ხალხი „ქართული ოცნების“ მუშაობას. ეს გამოჩნდა მათ შორის IRI-ს ბოლო კვლევაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საზოგადოებისადმი მიმართულ კითხვას, მისი მთავრობის მუშაობიდან სამი წლის შემდეგ, ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ანგარიშვალდებული სწორედ ქართველი ხალხისა და ამომრჩევლის წინაშეა.

„ის თუ როგორ აფასებს ქართველი ხალხი „ქართული ოცნების“ მუშაობას, გამოჩნდა მათ შორის IRI-ს ბოლო კვლევაში, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ აქვს ისტორიული მაქსიმუმი მხარდაჭერისა. ასე რომ, ამ ყველაფრის ყველაზე კარგია განმსაზღვრელი არის ხალხის დამოკიდებულება და ხალხის დამოკიდებულება გამოჩნდა, მათ შორის, IRI-ს კვლევაში. კრიტიკა სხვადასხვა მხრიდან მოდის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი არის ის, რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ამიტომ ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს, ჩვენ მანდატი გვაქვს მიღებული ქართველი ხალხისგან, ანგარიშვალდებულები ვართ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და ჩვენი ამომრჩევლის პასუხი ყველამ იხილა IRI-ს კვლევაში, სადაც „ქართულ ოცნებას“ აქვს ისტორიული მაქსიმუმი მხარდაჭერისა“.- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ექსპრემიერი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ბოლო წერილში 2021-2024 წლებში საკუთარი მმართველობის პერიოდზე წერს, მისი პოზიციიდან მიღწეულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ შედეგებს იხსენებს და საზოგადოებას კითხვით მიმართავს, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ქვეყანაში ვითარება მისი წასვლის შემდეგ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ის, თუ როგორ აფასებს ქართველი ხალხი ხელისუფლების მუშაობას, გამოჩნდა IRI-ის კვლევაში, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მაქსიმუმი აქვს
  2. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: „ის, თუ როგორ აფასებს ქართველი ხალხი ხელისუფლების მუშაობას, გამოჩნდა IRI-ის კვლევაში,
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი IRI-ის კვლევის შესახებ: “სარკეში დაინახეს თავიანთი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები