საფრანგეთში მასობრივი პროტესტი გრძელდება - სტუდენტებს მოსწავლეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებებია
საფრანგეთში მასობრივი პროტესტი გრძელდება, რომელმაც 1 000-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება მოიცვა. დემონსტრანტები განათლების სისტემის პრობლემებს აპროტესტებენ. დიდ ქალაქებში სტუდენტებს, მოსწავლეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებებია. შსს-ს მონაცემებით, დაკავებულია 1 900-ზე მეტი დემონსტრანტი, ხოლო დაშავებულ სამართალდამცველთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

საფრანგეთში მასობრივი პროტესტი გრძელდება. დემონსტრაციებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 000-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება მოიცვა.
აქციების მონაწილეები განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ. საუბრობენ მოძველებული ინფრასტრუქტურის შეცვლის აუცილებლობაზე და აკადემიური პერსონალის სიმცირეზე.
დიდ ქალაქებში სტუდენტებს მოსწავლეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაკავებულია 1 900-ზე მეტი დემონსტრანტი. დაშავებულ სამართალდამცველთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2საპროტესტო ტალღა საფრანგეთში და ასობით დაკავებული - დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
- იმედინიუსისაფრანგეთში მიმდინარე სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციებზე 1949 ადამიანი დააკავეს
- ინტერპრესნიუსისაფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები გრძელდება - დახურულია 400 სკოლა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…