ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: რწმენისა და საზოგადოების კატეგორიული გამიჯვნა ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ წარსულზე, არამედ დღევანდელობის მორალურ და ეთიკურ საფუძვლებზეც - იმ ზნეობრივ ხერხემალზე, რომელსაც ჯერ კიდევ ეყრდნობა თითოეული ქართველი

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რწმენისა და საზოგადოების კატეგორიული გამიჯვნა ნიშნავს უარის თქმას მორალურ და ეთიკურ საფუძვლებზე. მისი თქმით, თანამედროვე სეკულარული სახელმწიფო არ უნდა იყოს გულგრილი საზოგადოების სულიერი და ზნეობრივი გამოცდილების მიმართ.

შალვა პაპუაშვილი: რწმენისა და საზოგადოების კატეგორიული გამიჯვნა ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ წარსულზე, არამედ დღევანდელობის მორალურ და ეთიკურ საფუძვლებზეც - იმ ზნეობრივ ხერხემალზე, რომელსაც ჯერ კიდევ ეყრდნობა თითოეული ქართველი
შალვა პაპუაშვილი: რწმენისა და საზოგადოების კატეგორიული გამიჯვნა ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ წარსულზე, არამედ დღევანდელობის მორალურ და ეთიკურ საფუძვლებზეც - იმ ზნეობრივ ხერხემალზე, რომელსაც ჯერ კიდევ ეყრდნობა თითოეული ქართველირუსთავი 2

"თანამედროვე ევროპული სახელმწიფო სეკულარულია, მაგრამ ევროპის ისტორია და მისი ღირებულებების სრულად გააზრება ქრისტიანული მემკვიდრეობის გარეშე შეუძლებელია. ადამიანის ღირსება, პიროვნების პასუხისმგებლობა, მოყვასის მიმართ ვალდებულება, სოლიდარობა, მოწყალება, ოჯახის მნიშვნელობა - ეს ცნებები საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ევროპულ საზოგადოებებს და დღესაც მონაწილეობს მათ ზნეობრივ თვითგაგებაში", - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშილმა, საერთაშორისო კონფერენციზე "ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართელოში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს და საზოგადოების გადარჩენას სწორედ რწმენას უნდა ვუმადლოდეთ.

"ამიტომ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა არ ნიშნავს ეკლესიისა და საზოგადოების ერთმანეთისგან გამიჯვნას. თუმცა დღეს რწმენისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ ზოგჯერ ისეთი მკვეთრი მიდგომა გვხვდება, რომელიც რელიგიის სრულ განდევნას ესწრაფვის არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ საზოგადოებრივი სივრციდანაც. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების გადარჩენას სწორედ რწმენას უნდა ვუმადლოდეთ. მეტიც, ის რომ საქართველომ ბოლო ათწლეულებში შეძლო კონფლიქტებისა და ომების ეპოქის დასრულება და მშვიდობიანი განვითარების დაწყება, დიდწილად სწორედ ჩვენი რწმენისა და ეკლესიის დამსახურებაა.

რწმენისა და საზოგადოების კატეგორიული გამიჯვნა ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ წარსულზე, არამედ დღევანდელობის მორალურ და ეთიკურ საფუძვლებზეც - იმ ზნეობრივ ხერხემალზე, რომელსაც ჯერ კიდევ ეყრდნობა ქართული საზოგადოება და თითოეული ქართველი.

ქრისტიანული რწმენის გარიყვა საზოგადოებრივი დისკურსიდან საზოგადოებას საერთო ზნეობრივ საყრდენს აცლის. ფართოდ გაზიარებული ზნეობრივი ნორმების შესუსტებისას ადამიანი მორალის ინდივიდუალურ ინტერპრეტაციამდე დადის. აქედან კი რელატივიზმამდე და, საბოლოოდ, საზოგადოებრივი ზნეობრივი წესრიგის რღვევამდე მცირე ნაბიჯია. ამ ტენდენციის გამოსწორება მხოლოდ სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ეკლესიას შორის მუდმივი დიალოგით არის შესაძლებელი.

ეს საჭიროება კარგად ჩანს თავად თანამედროვე ევროპულ სამართალშიც. ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მე-17 მუხლი აღიარებს ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების იდენტობასა და განსაკუთრებულ წვლილს და ადგენს მათთან ღია, გამჭვირვალე და რეგულარული დიალოგის პრინციპს.

ეს მნიშვნელოვანი ევროპული ფორმულაა. ის გვეუბნება, რომ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო შეიძლება იყოს მსოფლმხედველობრივად ნეიტრალური, მაგრამ საზოგადოების სულიერი, კულტურული და ზნეობრივი გამოცდილების მიმართ გულგრილი ვერ იქნება.

პარლამენტისთვის ამ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობა აქვს. პარლამენტი ის ადგილია, სადაც საზოგადოების განსხვავებული ინტერესები, ღირებულებები და შეხედულებები კანონებსა და საჯარო პოლიტიკაში აისახება.

კანონი ტექნიკური ტექსტი არ არის. ყოველი მნიშვნელოვანი კანონის უკან დგას წარმოდგენა ადამიანზე, მის თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზე, ოჯახზე, საზოგადოებაზე და სახელმწიფოს მოვალეობაზე. ამიტომ ღირებულებების შესახებ საუბარი პარლამენტისთვის უცხო თემა ვერ იქნება", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თანამედროვე ევროპული სახელმწიფო სეკულარულია, მაგრამ ევროპის ისტორია და მისი ღირებულებების სრულად გააზრება ქრისტიანული მემკვიდრეობის გარეშე შეუძლებელია. ადამიანის ღირსება, პიროვნების პასუხისმგებლობა, მოყვასის მიმართ ვალდებულება, სოლიდარობა, მოწყალება, ოჯახის მნიშვნელობა - ეს ცნებები საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ევროპულ საზოგადოებებს და დღესაც მონაწილეობს მათ ზნეობრივ თვითგაგებაში“
შალვა პაპუაშვილი
„ამიტომ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა არ ნიშნავს ეკლესიისა და საზოგადოების ერთმანეთისგან გამიჯვნას. თუმცა დღეს რწმენისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ ზოგჯერ ისეთი მკვეთრი მიდგომა გვხვდება, რომელიც რელიგიის სრულ განდევნას ესწრაფვის არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ საზოგადოებრივი სივრციდანაც. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების გადარჩენას სწორედ რწმენას უნდა ვუმადლოდეთ. მეტიც, ის რომ საქართველომ ბოლო ათწლეულებში შეძლო კონფლიქტებისა და ომების ეპოქის დასრულება და მშვიდობიანი განვითარების დაწყება, დიდწილად სწორედ ჩვენი რწმენისა და ეკლესიის დამსახურებაა. რწმენისა და საზოგადოების კატეგორიული გამიჯვნა ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ წარსულზე, არამედ დღევანდელობის მორალურ და ეთიკურ საფუძვლებზეც - იმ ზნეობრივ ხერხემალზე, რომელსაც ჯერ კიდევ ეყრდნობა ქართული საზოგადოება და თითოეული ქართველი. ქრისტიანული რწმენის გარიყვა საზოგადოებრივი დისკურსიდან საზოგადოებას საერთო ზნეობრივ საყრდენს აცლის. ფართოდ გაზიარებული ზნეობრივი ნორმების შესუსტებისას ადამიანი მორალის ინდივიდუალურ ინტერპრეტაციამდე დადის. აქედან კი რელატივიზმამდე და, საბოლოოდ, საზოგადოებრივი ზნეობრივი წესრიგის რღვევამდე მცირე ნაბიჯია. ამ ტენდენციის გამოსწორება მხოლოდ სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ეკლესიას შორის მუდმივი დიალოგით არის შესაძლებელი. ეს საჭიროება კარგად ჩანს თავად თანამედროვე ევროპულ სამართალშიც. ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მე-17 მუხლი აღიარებს ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების იდენტობასა და განსაკუთრებულ წვლილს და ადგენს მათთან ღია, გამჭვირვალე და რეგულარული დიალოგის პრინციპს. ეს მნიშვნელოვანი ევროპული ფორმულაა. ის გვეუბნება, რომ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო შეიძლება იყოს მსოფლმხედველობრივად ნეიტრალური, მაგრამ საზოგადოების სულიერი, კულტურული და ზნეობრივი გამოცდილების მიმართ გულგრილი ვერ იქნება. პარლამენტისთვის ამ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობა აქვს. პარლამენტი ის ადგილია, სადაც საზოგადოების განსხვავებული ინტერესები, ღირებულებები და შეხედულებები კანონებსა და საჯარო პოლიტიკაში აისახება. კანონი ტექნიკური ტექსტი არ არის. ყოველი მნიშვნელოვანი კანონის უკან დგას წარმოდგენა ადამიანზე, მის თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზე, ოჯახზე, საზოგადოებაზე და სახელმწიფოს მოვალეობაზე. ამიტომ ღირებულებების შესახებ საუბარი პარლამენტისთვის უცხო თემა ვერ იქნება“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: 1 700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის - ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა, ეს არის ჩვენი საერთო წარსულის გახსენების და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის დღეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები