საზოგადოება · 15 სექტემბერი, 22:32
დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა
თბილისში, დიდუბის რაიონში მატარებელი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი ბათუმი-თბილისის რეისს ასრულებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…