ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ადვოკატი - მოწმე გურამ დონაძისგან არ მოგვისმენია, რომ ელისო კილაძე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი და თაღლითობაშია თანამონაწილე, მადლობა ამ ჩვენებისთვის - საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ იგეგმება

ბრალდებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, გამოკითხულმა მოწმემ, გურამ დონაძემ არ დაადასტურა, რომ კილაძე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ან თაღლითობაში თანამონაწილე იყო. ადვოკატის თქმით, დონაძის ჩვენება ჟურნალისტურ საქმიანობას შეეხებოდა და საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ იგეგმება.

ადვოკატი - მოწმე გურამ დონაძისგან არ მოგვისმენია, რომ ელისო კილაძე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი და თაღლითობაშია თანამონაწილე, მადლობა ამ ჩვენებისთვის - საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ იგეგმება
ადვოკატი - მოწმე გურამ დონაძისგან არ მოგვისმენია, რომ ელისო კილაძე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი და თაღლითობაშია თანამონაწილე, მადლობა ამ ჩვენებისთვის - საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ იგეგმებაინტერპრესნიუსი

ბრალდებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის ადვოკატის ვალერი გელბახიანის განცხადებით, დღეს გამოკითხული მოწმისგან, გურამ დონაძისგან, არ მოუსმენიათ, რომ ელისო კილაძე იყო „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი და თაღლითობაშია თანამონაწილე“.

ვალერი გელბახიანის თქმით, მოწმეს ჩვენებისთვის მადლობა გადაუხადა, რადგან „ეს იყო გულწრფელი ჩვენება“, მან ისაუბრა დეტალებზე, რომელიც „ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა და დანაშაულზე არაფერი უთქვამს“.

„გამოვკითხეთ მოწმეები და ჯერჯერობით რაიმე პირდაპირი სამხილი არ მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით, რომ ელისო კილაძე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი და რომ თაღლითობაში თანამონაწილეა, წილი ჰქონდა და ა.შ. მსგავსი არაფერი [თქმულა]. ერთადერთი, რაზეც ბრალდების მხარე ამახვილებს ყურადღებას ისაა, რომ ჟურნალისტურ მხარდაჭერას უწევდა. რაც ისაუბრა, იყო ის, რომ მათი საქმიანობა იყო წმინდა წყლის ჟურნალისტური საქმიანობა და არავითარი კავშირი, არც "ქოლ-ცენტრებთან", დანაშაულებრივ შემხებლობასთან მას [არ ჰქონია]. ვერ ვიტყვი პროკურატურას რა უნდოდა ამით, მე ღიად ვუთხარი სხდომაზე, რომ მადლობა ამ ჩვენებისთვის. ეს იყო გულწრფელი ჩვენება, მან ისაუბრა იმ დეტალებზე, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა და დანაშაულზე არაფერი არ უთქვამს“, - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

ვალერი გელბახიანის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ ელისო კილაძესთან საპროცესო შეთანხმება იგეგმება.

„საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ იგეგმება. ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. არავითარი არაფორმალური მოლაპარაკება არ გვაქვს, რომ მქონდეს, გეტყოდით. საპროცესო იწყება ადვოკატის შუამდგომლობით, ასეთი შუამდგომლობა არა გვაქვს“ - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამოვკითხეთ მოწმეები და ჯერჯერობით რაიმე პირდაპირი სამხილი არ მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით, რომ ელისო კილაძე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი და რომ თაღლითობაში თანამონაწილეა, წილი ჰქონდა და ა.შ. მსგავსი არაფერი [თქმულა]. ერთადერთი, რაზეც ბრალდების მხარე ამახვილებს ყურადღებას ისაა, რომ ჟურნალისტურ მხარდაჭერას უწევდა. რაც ისაუბრა, იყო ის, რომ მათი საქმიანობა იყო წმინდა წყლის ჟურნალისტური საქმიანობა და არავითარი კავშირი, არც "ქოლ-ცენტრებთან", დანაშაულებრივ შემხებლობასთან მას [არ ჰქონია]. ვერ ვიტყვი პროკურატურას რა უნდოდა ამით, მე ღიად ვუთხარი სხდომაზე, რომ მადლობა ამ ჩვენებისთვის. ეს იყო გულწრფელი ჩვენება, მან ისაუბრა იმ დეტალებზე, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა და დანაშაულზე არაფერი არ უთქვამს“
ვალერი გელბახიანი
„საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ იგეგმება. ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. არავითარი არაფორმალური მოლაპარაკება არ გვაქვს, რომ მქონდეს, გეტყოდით. საპროცესო იწყება ადვოკატის შუამდგომლობით, ასეთი შუამდგომლობა არა გვაქვს“
ვალერი გელბახიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.