ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საპატრიარქოსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია და ავსტრიის მიტროპოლიტი არსენი მიიღო. მხარეებმა ეკლესიებს შორის ურთიერთობებსა და ავსტრიაში ქართული სამრევლოსთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღორუსთავი 2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"ამა წლის 1 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავსტრიის მიტროპოლიტი და უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი არსენი (კარდამაკისი) საქართველოს საპატრიარქოს ეწვია ქორეპისკოპოს მაქსიმესთან ერთად.

დელეგაციის წევრებს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ უმასპინძლა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.

მხარეებმა ეკლესიებს შორის ურთიერთობებსა და იმ დახმარებაზე ისაუბრეს, რომელსაც მიტროპოლიტი არსენი უწევს ავსტრიაში ქართულ სამრევლოს, რისთვისაც მას საქართველოს ეკლესიის მეთაურმა და შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრაზე ასევე გაიხსენეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.

სტუმრებმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტ არსენთან ერთად საქართველოში 50-მდე მომლოცველი იმყოფება, რომლებიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს მოილოცავენ,"- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამა წლის 1 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავსტრიის მიტროპოლიტი და უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი არსენი (კარდამაკისი) საქართველოს საპატრიარქოს ეწვია ქორეპისკოპოს მაქსიმესთან ერთად. დელეგაციის წევრებს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. მხარეებმა ეკლესიებს შორის ურთიერთობებსა და იმ დახმარებაზე ისაუბრეს, რომელსაც მიტროპოლიტი არსენი უწევს ავსტრიაში ქართულ სამრევლოს, რისთვისაც მას საქართველოს ეკლესიის მეთაურმა და შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს. შეხვედრაზე ასევე გაიხსენეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს. სტუმრებმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტ არსენთან ერთად საქართველოში 50-მდე მომლოცველი იმყოფება, რომლებიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს მოილოცავენ,“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.