საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, მსოფლიო პატრიარქის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით, სტამბოლში იმყოფება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შეხვდა და აღსაყდრების 35 წლისთავი მიულოცა, იტყობინება საქართველოს საპატრიარქო.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია კონსტანტინოპოლისა – ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, მისი ყოვლადუწმინდესობის, ბართლომეოს I-ის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით სტამბოლში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში იმყოფება.
"დელეგაციის შემადგენლობაში არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
ამა წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდნენ მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს, მიულოცეს აღსაყდრების 35 წლის იუბილე და გადასცეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მისალოცი წერილი.
შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა", - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„დელეგაციის შემადგენლობაში არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. ამა წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდნენ მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს, მიულოცეს აღსაყდრების 35 წლის იუბილე და გადასცეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მისალოცი წერილი. შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…