პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია

საპატრიარქო

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავსტრიისა და უნგრეთის მიტროპოლიტი არსენი 50-კაციან დელეგაციასთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს ეწვია, სადაც მათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უმასპინძლა.

საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია
ინტერპრესნიუსი

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავსტრიისა და უნგრეთის მიტროპოლიტი არსენი დღეს საქართველოს საპატრიარქოს ეწვია. სტუმარს თან ახლდა ქორეპისკოპოსი მაქსიმე და 50 კაციანი დელეგაცია.

ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

დელეგაციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ უმასპინძლა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შეხვედრის დროს საუბარი იყო ორ ეკლესიას შორის ურთიერთობებზე.

„დღეს საპატრიარქოში ვიზიტით იმყოფებოდა მიტროპოლიტი არსენი, რომელიც არის ავსტრიის და უნგრეთის, და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი. მიტროპოლიტი არსენი ჩამობრძანდა მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმიდესი ბართლომეუსის ლოცვა-კურთხევით. დღევანდელი მისი სტუმრობა პატრიარქთან შედგა და საუბარი იყო ორ ეკლესიას შორის ურთიერთობებზე. ასევე იმ ძალისხმევაზე და დახმარებაზე, რომელსაც მიტროპოლიტი არსენი უწევს ჩვენს სამრევლოს ავსტრიაში. სულ ცოტა ხანში იგეგმება უნგრეთში სამრევლოს გახსნა და მიტროპოლიტი არსენი აქაც იქნება ჩართული იმისათვის, რომ მაქსიმალური ხელის შეწყობა იყოს ქართული სამრევლოსათვის.

მეუფე არსენი ძალიან აქტიური ადამიანია იმ კუთხითაც, რომ მისი დაარსებულია პირველი მონასტერი ავსტრიაში და მის მიერ არაერთი სიმპოზიუმებია გამართული. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან აიღო ლოცვა-კურთხევა, მასთან ერთად 50 კაცამდე მომლოცველი ჩამოსული და მათი დიდი სურვილია, რომ ქართული ეკლესიის ცხოვრების შესახებ კიდევ უფრო მეტი შეიტყონ“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
  2. ტაბულაოპოზიციურისაქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
  3. POSTVსამთავრობოსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო • POSTV
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიშიო III-მ ამჯერად მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს უმასპინძლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები