ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ნაციონალური მოძრაობის" აქციის შინაარსს რომ ჩავუღრმავდეთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ პროვოკაციის მეტი ამ ადამიანებს არაფერი სურთ, სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე საერთოდ სასაცილოა საუბარი - დავით მათიკაშვილი

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ გამარჯვების მე-14 წლისთავზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიყის პარკში მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებს პროვოკაცია სურთ, ხოლო სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე საუბარი სასაცილოა.

"ნაციონალური მოძრაობის" აქციის შინაარსს რომ ჩავუღრმავდეთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ პროვოკაციის მეტი ამ ადამიანებს არაფერი სურთ, სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე საერთოდ სასაცილოა საუბარი - დავით მათიკაშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" აქციის შინაარსს რომ ჩავუღრმავდეთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ პროვოკაციის მეტი ამ ადამიანებს არაფერი სურთ, სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე საერთოდ სასაცილოა საუბარი - დავით მათიკაშვილირუსთავი 2

"ქართული ოცნების" გამარჯვების მე-14 წლისთავზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის მეხუთე წლისთავი საპროტესტო აქციით აღნიშნა, თუმცა მხოლოდ ერთი ამფითეატრი შეავსო.

რამდენიმე დღიანი ანონსის და მოწოდებების მიუხედავად "ნაციონალურმა მოძრაობამ" სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია რიყის პარკში მითითებულ დროს ვერ დაიწყო. პარტიის წევრები ამტკიცებდნენ, რომ აქციის მონაწილეები ჯერ კიდევ შეკრების პროცესში იყვნენ. "ნაციონალური მოძრაობის" აქცია კი რიყის პარკში 17:00 საათზე იყო დაანონსებული.

სააკაშვილის და სხვა ციხეში მყოფი ნაციონალების ბანერები, ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკა, მათი მხრიდან ღალატზე საუბარი, სულ ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" აქცია რომელიც ზუსტად იმდენხანს გაგრძელდა, რამდენი ადამიანის შეკრებაც მოახერხეს ამფითეატრში.

მმართველ გუნდში "ნაციონალური მოძრაობის" აქციის შინაარსზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე საუბარი სასაცილოა.

"აქციის შინაარსს რომ ჩავუღრმავდეთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ პროვოკაციის მეტი ამ ადამიანებს არაფერი სურთ.

სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე საერთოდ სასაცილოა საუბარი გადაწყვეტილებებისა და არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებების ფონზე, რაც სააკაშვილთან მიმართებით არსებობს. ელემენტარულად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შევახსენებ ყველას, როგორც სისტემურ დანაშაულში აცხოვრებდა სააკაშვილი საკუთარ ქვეყანას," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აქციის შინაარსს რომ ჩავუღრმავდეთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ პროვოკაციის მეტი ამ ადამიანებს არაფერი სურთ. სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე საერთოდ სასაცილოა საუბარი გადაწყვეტილებებისა და არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებების ფონზე, რაც სააკაშვილთან მიმართებით არსებობს. ელემენტარულად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შევახსენებ ყველას, როგორც სისტემურ დანაშაულში აცხოვრებდა სააკაშვილი საკუთარ ქვეყანას,“
დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.