ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ანა წითლიძე "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე: შეიკრიბა ზუსტად იმდენი ადამიანი, რამდენიც გვქონდა დაგეგმილი, ძალიან კმაყოფილი ვარ

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიყის პარკში მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის მეხუთე წელთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართა. პარტიის წარმომადგენლების, ანა წითლიძისა და ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აქციამ გეგმის მიხედვით ჩაიარა და შეკრებილთა რაოდენობით კმაყოფილები არიან.

ანა წითლიძე "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე: შეიკრიბა ზუსტად იმდენი ადამიანი, რამდენიც გვქონდა დაგეგმილი, ძალიან კმაყოფილი ვარ
ანა წითლიძე "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე: შეიკრიბა ზუსტად იმდენი ადამიანი, რამდენიც გვქონდა დაგეგმილი, ძალიან კმაყოფილი ვარრუსთავი 2

"ქართული ოცნების" გამარჯვების მე-14 წლისთავზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის მეხუთე წლისთავი საპროტესტო აქციით აღნიშნა, თუმცა მხოლოდ ერთი ამფითეატრი შეავსო.

რამდენიმე დღიანი ანონსის და მოწოდებების მიუხედავად "ნაციონალურმა მოძრაობამ" სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია რიყის პარკში მითითებულ დროს ვერ დაიწყო. პარტიის წევრები ამტკიცებდნენ, რომ აქციის მონაწილეები ჯერ კიდევ შეკრების პროცესში იყვნენ. "ნაციონალური მოძრაობის" აქცია კი რიყის პარკში 17:00 საათზე იყო დაანონსებული.

სააკაშვილის და სხვა ციხეში მყოფი ნაციონალების ბანერები, ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკა, მათი მხრიდან ღალატზე საუბარი, სულ ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" აქცია რომელიც ზუსტად იმდენხანს გაგრძელდა, რამდენი ადამიანის შეკრებაც მოახერხეს ამფითეატრში.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი ანა წითლიძე აქციით და იქ მყოფი ადამიანების რაოდენობით კმაყოფილია და აცხადებს, რომ დღევანდელი დღე შედგა:

"შეიკრიბა ზუსტად იმდენი ადამიანი, რამდენიც გვქონდა დაგეგმილი. მეტი არც გვქონია დაგეგმილი. რამდენიც ეტეოდა ამფითეატრში. ამფითეატრი იყო ჩვენი ლოკაცია თავიდანვე. ზუსტად ის რაოდენობა იყო, რა რაოდენობაც გვქონდა დაგეგმილი. დღევანდელი დღე შედგა და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ,"-აცხადებს ანა წითლიძე.

იმავეს ამბობს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ფავლენიშვილიც, რომელიც აღნიშნავს, აქციამ გეგმის მიხედვით ჩაიარა:

"რა სივრცეც გვქონდა არჩეული, ის ბოლომდე ავითვისეთ. რაც შეეხება ხალხის რაოდენობას საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო მოსული. აქციამ გეგმის მიხედვით ჩაიარა," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეიკრიბა ზუსტად იმდენი ადამიანი, რამდენიც გვქონდა დაგეგმილი. მეტი არც გვქონია დაგეგმილი. რამდენიც ეტეოდა ამფითეატრში. ამფითეატრი იყო ჩვენი ლოკაცია თავიდანვე. ზუსტად ის რაოდენობა იყო, რა რაოდენობაც გვქონდა დაგეგმილი. დღევანდელი დღე შედგა და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ,“
ანა წითლიძე
„რა სივრცეც გვქონდა არჩეული, ის ბოლომდე ავითვისეთ. რაც შეეხება ხალხის რაოდენობას საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო მოსული. აქციამ გეგმის მიხედვით ჩაიარა,“
ირაკლი ფავლენიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.