პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

“თქვენი აზრით, 6 ლარი რომ ღირს და 30 ხდება, – 24 ლარი ვის ჯიბეში მიდის?” – იაგო ხვიჩია

თხპ-ის ლიდერი იაგო ხვიჩია მთავრობის ახალ ინიციატივას ეხმიანება, რომელიც მანქანების სავალდებულო დაზღვევას ეხება. მისი თქმით, არსებული 6 ან 12-ლარიანი პაკეტების ნაცვლად სავალდებულო საფასური 30 ლარი ხდება და აჩენს კითხვას, სად მიდის სხვაობა.

“თქვენი აზრით, 6 ლარი რომ ღირს და 30 ხდება, – 24 ლარი ვის ჯიბეში მიდის?” – იაგო ხვიჩია
ალია

თხპ–ის ლიდერი, იაგო ხვიჩია:

მთავრობის ახალ ინიციატივას მინდა შევეხო, მანქანების სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით.

მე მაქვს დაზღვეული მესამე პირის პასუხისმგებლობა, რასაც გვთავაზობენ, ჩემს მანქანაზე, სადაც ახლა ვზივარ. 12 თუ 14 ლარს ვიხდი. ზოგადად არსებობს 6-ლარიანი პაკეტებიც, როგორც ჩემთვის არის ცნობილი.

მთავრობის ამ ინიციატივას წესით ხომ უნდა გაეაფებინა დაზღვევა, იმიტომ რომ მთელ ქვეყანაზე, ყველა მანქანაზე კეთდება. მაგრამ ნაცვლად ამისა, გვითხრეს, რომ 30 ლარი იქნება საფასურიო.

ჩემი კითხვა შემდეგია: თქვენი აზრით, აი, 6 ლარი რომ ღირს და 30 რომ ხდება, ან 12 ლარი რომ ღირს დაზღვევა და 30 რომ ხდება, აი ის დანარჩენი ფული – 6-დან 30-მდე ან 12-დან 30-მდე რაც არის – ვის ჯიბეში მიდის?

მადლობა ყურადღებისთვის.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“მოტოციკლეტი აიკრძალა ისე, რომ არავინ იცის, გარდა მოტოციკლისტების მძღოლებისა” – იაგო ხვიჩიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები