ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გიული ალასანია – ვხედავ საზოგადოების მზადყოფნას, ისევ დაბრუნდნენ იმ გზაზე, რომელიც 14 წლის წინ შეწყდა, ბევრი გამოფხიზლდა, რა გირგვლიანი, საერთოდ რა ხდებოდა, რომელი ბრალდებაა დასაბუთებული?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ რიყის პარკში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ საზოგადოებამ ბევრი რამ გადააფასა და მომხრეების რიცხვი გაიზარდა. მისი თქმით, ხალხმა შეადარა დღევანდელი მდგომარეობა და წარსული წლები, რომლებიც მან ყველაზე წარმატებულ პერიოდად შეაფასა.

გიული ალასანია – ვხედავ საზოგადოების მზადყოფნას, ისევ დაბრუნდნენ იმ გზაზე, რომელიც 14 წლის წინ შეწყდა, ბევრი გამოფხიზლდა, რა გირგვლიანი, საერთოდ რა ხდებოდა, რომელი ბრალდებაა დასაბუთებული?
გიული ალასანია – ვხედავ საზოგადოების მზადყოფნას, ისევ დაბრუნდნენ იმ გზაზე, რომელიც 14 წლის წინ შეწყდა, ბევრი გამოფხიზლდა, რა გირგვლიანი, საერთოდ რა ხდებოდა, რომელი ბრალდებაა დასაბუთებული?პირველი არხი

ხალხმა ბევრი რამ გადააფასა, ბევრი გამოფხიზლდა, შეადარეს, რა ხდებოდა იმ წლებში, ვიდრე ხელისუფლება შეიცვლებოდა. შეადარეს და მიხვდნენ, რომ ის იყო ყველაზე საუკეთესო, ყველაზე წარმატებული წლები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ რიყის პარკში, აქციაზე განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, ხალხის დღევანდელი განწყობა იმედს აძლევს.

„მე დავდივარ ქუჩაში, მხვდება ხალხი და მომხრეების რიცხვი გაიზარდა. გაიზარდა და ახლა არის პიკში, რადგან ხალხმა გადააფასა ბევრი რამ. დაფიქრდნენ, შეადარეს იმას, რაც ხდება დღეს – ნარკომანია, არნახული კრიმინალის დონე, რაც უკვე დავიწყებული გვქონდა, წლების მანძილზე ეს აღარ ხდებოდა. ახლა უკვე მიეცა ხალხს შესაძლებლობა, ეს ყველაფერი შეადაროს, შეაფასოს. ეს მაძლევს იმედს, რომ ეს უნდა დასრულდეს და ჩვენ უნდა დავიწყოთ, გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება. მე ასე ვფიქრობ, ეს მოლოდინი მაქვს. დღეს ჩვენ არ ვართ კარგ ფორმაში, როგორც სახელმწიფო. ფაქტობრივად, სახელმწიფო დავკარგეთ ამ წლებში, მაგრამ მაინც იმედიანად ვარ, რადგან ძალიან ბევრი ხალხი გამოფხიზლდა, შეაფასეს, შეადარეს და მიხვდნენ, რა ხდებოდა იმ წლებში, ვიდრე ხელისუფლება შეიცვლებოდა. შეადარეს და მიხვდნენ, რომ ის იყო ყველაზე საუკეთესო, ყველაზე წარმატებული წლები. ვხედავ საზოგადოების მზადყოფნას, რომ ისევ დაბრუნდნენ იმ გზაზე, რომელიც 14 წლის წინ შეწყდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდებები გამოგონილია.

„გამოგონილია ეს ყველაფერი, რა გირგვლიანი, რა შუაში იყო საერთოდ? საერთოდ რა ხდებოდა? რომელი ბრალდებაა იქ რამენაირად დასაბუთებული? ვერ დავინახე ეს. მე რომ მკითხოთ, მადლობა უნდა ეთქვათ ყველაფრისთვის, რაც გაკეთდა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

გიული ალასანია ამბობს, რომ დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობით კმაყოფილია.

„კმაყოფილი ვარ ძალიან, რადგან ამინდი ძალიან ცუდია და არ მოველოდი ამდენ ხალხს. ხალხი არის ჩამოსული რეგიონებიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან, ქუთაისიდან ჩამოვიდნენ, საოცარია ეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე დავდივარ ქუჩაში, მხვდება ხალხი და მომხრეების რიცხვი გაიზარდა. გაიზარდა და ახლა არის პიკში, რადგან ხალხმა გადააფასა ბევრი რამ. დაფიქრდნენ, შეადარეს იმას, რაც ხდება დღეს – ნარკომანია, არნახული კრიმინალის დონე, რაც უკვე დავიწყებული გვქონდა, წლების მანძილზე ეს აღარ ხდებოდა. ახლა უკვე მიეცა ხალხს შესაძლებლობა, ეს ყველაფერი შეადაროს, შეაფასოს. ეს მაძლევს იმედს, რომ ეს უნდა დასრულდეს და ჩვენ უნდა დავიწყოთ, გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება. მე ასე ვფიქრობ, ეს მოლოდინი მაქვს. დღეს ჩვენ არ ვართ კარგ ფორმაში, როგორც სახელმწიფო. ფაქტობრივად, სახელმწიფო დავკარგეთ ამ წლებში, მაგრამ მაინც იმედიანად ვარ, რადგან ძალიან ბევრი ხალხი გამოფხიზლდა, შეაფასეს, შეადარეს და მიხვდნენ, რა ხდებოდა იმ წლებში, ვიდრე ხელისუფლება შეიცვლებოდა. შეადარეს და მიხვდნენ, რომ ის იყო ყველაზე საუკეთესო, ყველაზე წარმატებული წლები. ვხედავ საზოგადოების მზადყოფნას, რომ ისევ დაბრუნდნენ იმ გზაზე, რომელიც 14 წლის წინ შეწყდა“
გიული ალასანია
„გამოგონილია ეს ყველაფერი, რა გირგვლიანი, რა შუაში იყო საერთოდ? საერთოდ რა ხდებოდა? რომელი ბრალდებაა იქ რამენაირად დასაბუთებული? ვერ დავინახე ეს. მე რომ მკითხოთ, მადლობა უნდა ეთქვათ ყველაფრისთვის, რაც გაკეთდა“
გიული ალასანია
„კმაყოფილი ვარ ძალიან, რადგან ამინდი ძალიან ცუდია და არ მოველოდი ამდენ ხალხს. ხალხი არის ჩამოსული რეგიონებიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან, ქუთაისიდან ჩამოვიდნენ, საოცარია ეს“
გიული ალასანია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.