ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთმა სექტემბერში რეკორდული რაოდენობის ცოცხალი ძალა დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში რუსეთმა ომში რეკორდული რაოდენობის – 46 230 სამხედრო დაკარგა, რაც წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია.

რუსეთმა სექტემბერში რეკორდული რაოდენობის ცოცხალი ძალა დაკარგა – უკრაინის გენშტაბი
რუსეთმა სექტემბერში რეკორდული რაოდენობის ცოცხალი ძალა დაკარგა – უკრაინის გენშტაბიბათუმელები

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სექტემბერში რუსეთმა ომში რეკორდული რაოდენობის – 46 230 სამხედრო დაკარგა ვიდრე მიმდინარე წლის სხვა თვეებში [ამ რაოდენობაში შედის როგორც ომში დაღუპულები, ასევე დაჭრილები და დაკარგულები].

„უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ რუსეთის საოკუპაციო ჯარებისთვის ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში სისტემური და საგრძნობი დანაკარგების მიყენებას საბრძოლო შეხების მთელ ხაზზე. რუსი ოკუპანტების პირადი შემადგენლობის დანაკარგებმა სექტემბერში 46 230 ადამიანს მიაღწია.

ეს თვიური მაჩვენებელი აბსოლუტური რეკორდი გახდა მთელი 2026 წლის განმავლობაში, რამაც გადააჭარბა ზაფხულის კამპანიის წინა პიკურ მაჩვენებლებს.“ – წერს უკრაინის გენშტაბი.

ამავე გენშტაბის მონაცემებით რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგების დინამიკა 2026 წელს:

იანვარი – 31 710

თებერვალი – 26 090

მარტი – 31 960

აპრილი – 32 980

მაისი – 33 760

ივნისი – 39 290

ივლისი – 42 860

აგვისტო – 42 020

სექტემბერი – 46 230

„წლის პირველ თვესთან – იანვართან [31 710 ადამიანი] შედარებით, სექტემბერში მოწინააღმდეგის დანაკარგები გაიზარდა 14 520 ადამიანით, რაც 45,8%-იან ზრდას შეადგენს.

ეს დინამიკა მოწმობს ოკუპანტების სამხედრო ხელმძღვანელობის სრულ უუნარობაზე, მიაღწიოს დასახულ მიზნებს, ასევე უკრაინული დანაყოფების მხრიდან ცეცხლით დაზიანების სიზუსტისა და ეფექტიანობის ზრდაზე“. – წერს უკრაინის გენშტაბი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 ოქტომბერი

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ რუსეთის საოკუპაციო ჯარებისთვის ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში სისტემური და საგრძნობი დანაკარგების მიყენებას საბრძოლო შეხების მთელ ხაზზე. რუსი ოკუპანტების პირადი შემადგენლობის დანაკარგებმა სექტემბერში 46 230 ადამიანს მიაღწია. ეს თვიური მაჩვენებელი აბსოლუტური რეკორდი გახდა მთელი 2026 წლის განმავლობაში, რამაც გადააჭარბა ზაფხულის კამპანიის წინა პიკურ მაჩვენებლებს.“
„წლის პირველ თვესთან – იანვართან [31 710 ადამიანი] შედარებით, სექტემბერში მოწინააღმდეგის დანაკარგები გაიზარდა 14 520 ადამიანით, რაც 45,8%-იან ზრდას შეადგენს. ეს დინამიკა მოწმობს ოკუპანტების სამხედრო ხელმძღვანელობის სრულ უუნარობაზე, მიაღწიოს დასახულ მიზნებს, ასევე უკრაინული დანაყოფების მხრიდან ცეცხლით დაზიანების სიზუსტისა და ეფექტიანობის ზრდაზე“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 სექტემბერიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები