ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რომელი მასშტაბური აქცია გაუკეთებია "ნაციონალურ მოძრაობას" აქამდე, ესეც კრახისთვის განწირული დღე მათთვის იქნება - თორნიკე ჭეიშვილი

ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რიყის პარკში დაანონსებული სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ჩანიშნულ დროზე ვერ დაიწყო. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მონაწილეები ჯერ კიდევ იკრიბებიან. მმართველ გუნდში მომხდარს პროვოკაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ აქცია კრახისთვისაა განწირული.

რომელი მასშტაბური აქცია გაუკეთებია "ნაციონალურ მოძრაობას" აქამდე, ესეც კრახისთვის განწირული დღე მათთვის იქნება - თორნიკე ჭეიშვილი
რომელი მასშტაბური აქცია გაუკეთებია "ნაციონალურ მოძრაობას" აქამდე, ესეც კრახისთვის განწირული დღე მათთვის იქნება - თორნიკე ჭეიშვილირუსთავი 2

რამდენიმედღიანი ანონსის და მოწოდებების მიუხედავად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მითითებულ დროს ვერ დაიწყო.

პარტიის წევრები ამტკიცებენ, რომ აქციის მონაწილეები ჯერ კიდევ შეკრების პროცესში არიან. "ნაციონალური მოძრაობის" აქცია რიყის პარკში 17:00 საათზე იყო დაანონსებული.

მმართველ გუნდში სააკაშვილისა და მისი გუნდის მორიგ კრახზე საუბრობენ.

"ეს არის პროვოკაციული ორგანიზაცია და ცდილობენ იქ გამართონ აქცია, სადაც მათ აკრძალული აქვთ. არის სხვა ადგილებიც, სადაც მათ შეუძლიათ აქციის გამართვა, მაგრამ ზოგადად ორგანიზაცია არის პროვოკაციული და პროვოკაციის გარეშე ვერ ძლებენ.

კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი ის, ვინც ამ პროვოკაციას წამოეგება. რა მასშტაბის იქნება, ყველა კარგად დაინახავს ამას. საერთოდ რა გაუკეთებიათ აქამდე, რომელი მასშტაბური აქცია გაუკეთებია "ნაციონალურ მოძრაობას", ესეც იქნება ჩვეულებრივად კრახისთვის განწირული დღე მათთვის,"- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს არის პროვოკაციული ორგანიზაცია და ცდილობენ იქ გამართონ აქცია, სადაც მათ აკრძალული აქვთ. არის სხვა ადგილებიც, სადაც მათ შეუძლიათ აქციის გამართვა, მაგრამ ზოგადად ორგანიზაცია არის პროვოკაციული და პროვოკაციის გარეშე ვერ ძლებენ. კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი ის, ვინც ამ პროვოკაციას წამოეგება. რა მასშტაბის იქნება, ყველა კარგად დაინახავს ამას. საერთოდ რა გაუკეთებიათ აქამდე, რომელი მასშტაბური აქცია გაუკეთებია“
ირაკლი ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.